ალბათ გახსოვთ ჩემი წინა პოსტი .. ვისაც არა აი აქ არის ბავშვებო თქვენი დახმარება მჭირდება .. მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა რა რაში მჭირდება რჩევა .. ყვეალფერი მაშინ დაიწყო, როცა პარალელ კლასში გადავედი .. რათქმაუნდა ბავშვებს ადრეც ვიცნობდი და ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა .. მაშინ განსაკუთრებით ერთ ბიჭს დავუახლოვდი .. ნუ ადრეც კარგად ვიყავათ და თავისთავად ახლა უფრო დავახლოვდით .. ეს ბიჭი ჩემზე 1 წლით უმცროსია (მთლად 1თაც არა ) .. ჩვენი მეგობრობა ნელ-ნელა იზრდებოდა .. ძან მაგრად ვიყავით .. უკვე ყველა ამბობდა რო ერთმანეთი მოგვწონდა .. თავიდან ჩვენ ამაზე გვეცინებოდა მაგრამ ყველაფერი ერთ დღეს შეიცვალა .. მეგობრის დაბადების დგეზე ვიყავით ... არ მოვყვები თავიდან ბოლომდე რა მოხდა .. უბრალოდ მე და ის სულ ერთად ვიყავით და არ ვშორდებოდით ერთმანეთს .. ერთად ვცეკვავდით ..და მაშინ მივხვდი რო ეს ყველაფერი მეგობრობა.. 1 კვირა გავიდა და უფრო მეტად ახლოს ვიყავით . მერე ძლივს გავუმხილეთ (სხვების დახმარებით) რომ ერთმანეთი მოგვწონდა .. 2 კვირა ყველაფერი იდეალურად იყო .. როგორიც უნდა იყოს შეყვარებულები .. მაგრამ ბოლო დღეებში ვიჩხუბეთ .. გაკვეთილიდან გამოვედი ცოტა ხნით და ისე მოხდა რო ხმამაღლა ვყვიროდით .. მე ვუთხარი რომ არავის არ მივცემდი უფლებას ჩემთვის ზედმეტი რაიმე ეთქვა .. 1 გაკვეთილის მერე მეუბნება რომ ამან დაარწმუნა რომ ჩემს მიმართ გრძნობა გაუნელდა .. და მეგობრობა გაგვეგრძელებია მე ვუთხარი რო ყველაფერი კარგად იყო და ასე ჯობდა (რა თქმა უნდა არ იყო ყველაფერი კარგად ) ამის მერე სულ ვჩხუბობთ .. ყველაფერ ჩემ ნათქვამზე კომენატარებს აკეთებს .. და ზედმეტი მოდის ..თან გუშინ ისე მოხდა რო მარტონი აღმოვჩნდით სკოლის ეზოში ჩემთან მოვიდა ჩამეხუტა და - არ მოგენატრეო ? .. ხვალ უნდა ველარაპარაკო და არ ვიცი რა ვუთხრა .. აშკარაა რომ მომწონს კიდე .. უბრალოდ მინდა რო საბოლოოდ გავარკვიო ყველაფერი .. მირჩიეთ საერთოდ რა ვქნა..
მოკლედ ამ ორ დღეში სიტუაცია ასე განვითარდა ... 1 კვირის შემდეგ პირველად დაჯდა ჩემ გვერდით( ცოტა სასაცილოა ეს ყველაფერი მაგრამ მჭირდება თქვენი რჩევა ) არ ვიცი რა დაემართა .. ისე მოხდა რომ ხელი ჩამკიდა და ა.შ მერე კიდე ჩუმად მითხრა შევრიგდეთო .. მეთქი არათქო .. მერე მითხრა რომ მოვწონვარ ახლაც და მხოლოდ იმიტომ დამშორდა, რომ არ ეგონა ჩენი ურთიერთობა დიდხანს თუ გაგრძელდებოდა და ჯობდა მალევე შეგვეწყვიტა , მაგრამ რადგანაც კიდე მოვწონვარ შეიცვალა აზრი ....... დღეს კიდევ მკითხა მეთუ მომწონდა მართლა .. თვითონვე აღიარა რომ ზოგჯერ მაგრად მოვწონვარ ზოგჯერ კი ისე რა .. და მკითხა თუ მინდოდა ურთიერთობა .. მე არა ვუთხარი რა თქმა უნდა .. შევთანხმდით რო მეგობრებად დავრჩებოდით .. მაგრამ შემდეგ გაკვეთილზე ზარი რომ დაირეკა ისევ მოვიდა და მითხრა შევრიგდეთო .. არა ვუთხარი მაგრამ ახლა ცუდად ვარ .. მე მართლა მომოწონს და არ ვიცი რა გავაკეთო