შენს სიახლოვეს.
შენს სიახლოვეს გული რად ითხოვს, ან უშენობას რატომ განვიცდი, რატომ მიყვარხარ რომ შემეკითხო ვერ გიპასუხებ,რადგან არ ვიცი.
   |  სასიყვარულო ლექსები    |    კომენტარები:0    |    : nikusha
ვახტანგ ნინუას ორი სიყვარული
მიყვარხარ,მიყვარხარ-რა დროც არ გავიდეს, რა დღეც არ დამიდგეს მიყვარხარ ახლიდან, შენს გარდა ვერავის,ვერაფერს ვიჩემებ შენ ხარ რაც მომყვება გულიდან და მინდა..
   |  სასიყვარულო ლექსები    |    კომენტარები:0    |    : nikusha
ამქვეყნად ყველაფერს ეშველება
ამქვეყნად ყველაფერს ეშველება, თუ ხალხი ერთმანეთს ეფერება... თუ ვნებებს დროულად დაიოკებ, თუ სული სიცრუეს ემტერება, თუ გზაზე როცა ვინმე გადაგირბენს, ძარღვები ბრაზით არ გებერება, ცდუნებას თუ გაუძლებ ღალატისას, თუ მღერი, როცა გულით გემღერება, თუ კითხვებს უპასუხოდ არ ტოვებ და თუ წარსულს იხსენებ დანანებით, თუ სიტყვას აწონი და ისე იტყვი, თუ უძლებ, როცა მოდის გასაძლები, თუ სხვისთვის ცოტა მეტი გემეტება, თუ შენთვის სიმართლე პირველია, თუ შეძლებ, რომ სხვას თვალი გაუსწორო, როცა შენი სული შიშველია, თუ გაქვს ნებისყოფა ერთგულების, თუ გულით გეცოდება შურიანი, იმ გულით, რომ გიფეთქავს სიყვარულით, მუდამ რომ ღიაა და სტუმრიანი, თუ შენთვის ყოველი დღე დიდია და უფლისგან ნაბოძები საჩუქარი, თუ შენი აზროვნება სიკეთეა და არა დიდი ბოღმის საბუდარი, მიხვდები – ყველაფერს ეშველება, თუ შენი ცხოვრება სხვას ეფერება... მტერი გყავს? – ესე იგი, ფერადი ხარ... უფერულს არავინ ემტერება...
დანარჩენი სრულიადში
   |  სასიყვარულო ლექსები    |    კომენტარები:0    |    : nikusha
ლექსი
   |  სასიყვარულო ლექსები    |    კომენტარები:0    |    : nikusha
"არ შეადარო მისას"
გავედი სახლიდან,მივდივარ შორს ვიცი რომ ოდეზღაც მივაღწევ და თუკი ოცნება იქნება მკრთალი სულვილი ვიქნები ფიქრის ხიდის ბოლოსთან ვხედავ მათხოვარს,წამოწოლილა იქვე ეულად და როცა ნიავი თურმე დაქროდა,გამხდარა ისევ სნეულად.
ზიხარ და ფიქრობ ისევ უსაქმურად,შენთან ხომ სითბოა სახლში ის კიდევ დადის ღამეებს ათენებს საჭმელს რომ ეძებს ბაღში. მოდი დავეხმაროთ გაიღე რამე,გავუქროთ გულში წუხილი იყავი მშვიდად,იყავი წყნარად და საფიქრალი? ქგონდეს დუმილი.
ამიტომ შენი წუხილი დამალე,როცა მას ასე უჭირს და როცა ოცნება გექნება მყარი,მიხვდები მოქცევებს ჩემსას. როგორც შენახარ ისე მამყოფაო,ნატრულობს ქოხსა ხისას და გაჭირვება შენი ამაო არც შეადარო მისას
   |  სასიყვარულო ლექსები    |    კომენტარები:0    |    : nikusha
"ბერის ფიქრები..."
ცოდვებით არის სამყარო სავსე წამის ბილიკებს სიბნელე დასდევს, უკვე რწმენასაც ეჭვები ავსებს ცხოვრება უხვად სიმწარეს ანთხევს...
ცოდვის ჯაჭვებით დაბმული სხეული იბრძვის ბოროტთან ლანდად ქცეული, გარს მომეხვია ცოდვის ნისლები სახეს მისველებს სულის ცრემლები...
გაქრა სამყარო წრფელი და წმინდა აღარ მინდოდა სიმართლე მეთქვა, დრომ წარიტაცა უფლის მცნებები უკვე ბოროტსაც ადვილად ვნებდებით...
დანარჩენი სრულიადში
   |  სასიყვარულო ლექსები    |    კომენტარები:0    |    : nikusha
"Dabadebis Dgis milocva Leqsit / დაბადების დღის მილოცვა
ცისარტყელა აკისკისდა,მიებჯინაკლდეს,... თოლიები ზღვისნაპირზე ნაზად კრავენ წრეს,... წვიმას იწყებს და წვეთები უღიმიან მზეს,... გეფერები და გილოცავ დაბადების დღეს!
***
რამდენი ფოთოლიც დაცვივა,ბებერი ჭადრის ხეს, რამდენი იაც ამოვა,გაზაფხულის თვეს, რამდენი ფიფქიც დაადნება კავკასიონის მთებს, დაესწარი იმდენ ,,დაბადების დღეს,,
   |  სასიყვარულო ლექსები    |    კომენტარები:1    |    : nikusha
"კი არ ვბრაზდები"
კი არ ვბრაზდები,მხოლოდ ვიმახსოვრებ ვხედავ ვიძირები დარდიან თვალებში მწარედ დაღლილი ჩემსთავს ვსაყვედურობ ვგრძნობ რომ წუთები ჩერდება წამებში ისევ მეწურება იმედი ხელახლა ალბათ დარდებს ჩემსას ისევ დაათოვა გარეთ გავდიოდი მზე რომ დამენხა გარეთ კი თებერვლის ქარები დაქროდა ისევ უსაშველო დარდი მომეძალა ვიხსენებ მზერას შენი თვალებისას ფიქრებში ვგეძნობ,რომ თავზე მათენდება შენი სახე მიდგას თვალის გახელისას ისევ მამცირებდი,ისევ დამცინოდი როგორც გიჟს დაცინის ბრბო დაუნდობელი ლექსებს გიძღვდინი და მგონი ვერარიო გამომივიდაო ესეც მწერალიო ხემ რომ მოისხა მწვანე ფოთოლი მე დავდიოდი მარტო ობოლი მე შენს წინაშე კიდევ წავრსდგები მხოლოდ ვიმახსოვრებ კი არ ვბრაზდები
   |  სასიყვარულო ლექსები    |    კომენტარები:0    |    : nikusha
"ობოლი ბავშვი..."
სევდით მევსება დაღლილი გული როცა მიყურებს ლამაზი სული, დაღლილი სევდით, გრძნობით და თხოვნით მშიერი, დედის გულ-თბილი კოცნით...
   |  სასიყვარულო ლექსები    |    კომენტარები:0    |    : nikusha
Leqsi Valentinobaze da 14 tebervalze / ლექსი ვალენტინობაზე და 14 თებერვალზე
"ვალენტინობა" ეს სიყვარულის დღეა წმინდანი, შეყვარებულნო თქვენი დღეა მარადისობის, და განუწყვეტლივ პატივი სცეთ თქვენს მალულ გრძნობებს რომ სიყვარული არ გაგიხდეთ მოსაძებნელი. ვალენტინეს ინტერამელის ხსოვნას შეჰფიცეთ რომ თქვენი სისხლი შეერწყმება მარადისობის, და ეს დღე მოგაგონებთ ლამაზ ოცნებას ვით ქალღმერთ იუნონას,შეყვარებულ წყვილთა ფერებით
დანარჩენი სრულიადში
   |  სასიყვარულო ლექსები    |    კომენტარები:0    |    : nikusha
|