რეკლამა

    უნდა გავითავისოთ ,რომ დიდი სიყვარულისა და დიდი მიღწევისათვის დიდი რისკის გაღებაა საჭირო. რთულია ცხოვრება,მაგრამ ვცდილობთ დავძლიოთ ყველაფერი და მოვიპოვოთ ის,რასაც დიდი ბედნიერება ჰქვია.
    ვეცდები მცირედ მოგიყვეთ ჩემზე და ჩემს ოჯახზე.ანამარია წერეთელი.20 წლის.სტუდენტი.
    დედისერთა ვარ და ამიტომ საკმაოდ განებივრებული.არ მინდა დეტალებში მოვყვე თუ ზოგჯერ რა მოსაბეზრებელია გყავდეს მამა ცნობილი ბიზნესმენი.მარტო მოსაბეზრებელი არა,შემაწუხებელი.საკმაოდ გავლენიანი იყო მამაჩემი და ამის გამო ხშირად დისკომფორტი მექმნებოდა.დედა დიასახლისის ფუნქციით შემოიფარგლება.ძალიან მიყვარს ორივე.ცდილობნენ ყველაფერი საუკეთესო მოეცათ ჩემთვის.მაგრამ მე უბრალო ცხოვრება მიყვარს.მთა ჩემი სტიქიაა.მხოლოდ იქ ვგრძნობ თავისუფლებას.მეგობრები? მყავს ძალიან ბევრი.მათ გარეშე ალბათ უფერული იქნება ყველაფერი.საუკეთესოებიც არიან მათში,რომლებიც ჩემს თითოეულ ტკივილსა და სიხარულს იზიარებენ.თეო და ლიზი,ჩემი ბავშვობის მეგობრები.ისიც კი გვახსოვს ბაღში როგორი სიყვარულის თვალებით ვუყურებდით ერთმანეთს.ანო,მხოლოდ ისინი მომმართავენ ასე.დილა უნივერსიტეტით და ჩემი აუტანელი დაცვით იწყებოდა,რომელიც ყოველ წუთს გვერდით დამყვებოდა.
    _მამა ხომ შეიძლება ერთი დილა გამითენდეს ისეთი,რომ მხოლოდ მე წავიდე,მარტო.
    _ნუ ბუზღუნებ შვილო,ხომ იცი მტრებს რა გამოლევს ქვეყანაზე.შენ ჩემი მარგალიტი ხარ და რამე რომ დაგემართოს რაში მინდა რაიმე.
    _აუუ კარგი რაა,ვის რაში ვჭირდები.
    ამაზე ორივეს გულიანად გაგვეცინა.
    _ყველაზე ძალიან მიყვარხარ ანამარია.ნუღარ მეკამათები და წადი,თორემ დაგაგვიანდა უკვე.
    _კარგი მაა,მეც ძალიან მიყვარხარ.
    არაჩვეულებრივი დაცვა მყავდა.რას ვერჩოდი,რა მაგათი ბრალი იყო,უბრალოდ სითავისუფლე მინდოდა.უბრალოება მაკლდა,გულს მიმძიმებდა ამდენი ყურადღების ცენტრში ყოფნა.უნივერსიტეტშიც მალევე მივედი.ჩემი დაცვა მანქანაში მელოდებოდა,ყოველთვის.შიგნით შემოსვლაზე სასტიკ უარს ვეუბნებოდი,არ მინდოდა ყველას დასაცინი ვყოფილიყავი.
    _ანოო მოხვედიი?როგორ გამიხარდააა
    თეო შემეგება,ისეთი საყვარელი იყო,თბილი და ყველაზე მზრუნველი.
    _როგორ ხარ თეო.მომენატრე ძალიან.ლიზი სად არის?
    _დღეს არ იქნება.შევიდეთ,ლექცია გვეწყება.
    ასე ერთფეროვნად გაგრძელდა ისევ ეს დღე.გარეთ,რომ გამოვედი გურამი,ჩემი დაცვა შეშფოთებული სახით დამხვდა.
    _რა ხდება ბატონო გურამ მშვიდობა გაქვთ.
    ნელ-ნელა მანქანა დაძრა და სახლისკენ წავედით.
    _იიცით მე ჩემს ქალაქში მიწევს დაბრუნება,ახლა შემატყობინეს.არ მინდოდა დამეტოვებინეთ.ისე მივეჩვიე თქვენს ოჯახს,რომ ჩემიდან ვერ განსხვავებთ.
    ამაზე გამეღიმა და თBილად ვუთხარი
    _მეც ჩემი ოჯახის წევრად გთვლით,უბრალოდ სითავისუფლე მიყვარს და თU რამე გაწყენინეთ ამ დროის განმავლობაში ბოდიშს გიხდით.
    _რას ბრძანებთ.თქვენ შვილივით იყავით ჩემთვის.
    ძალიან გვეწყინა მთელ ოჯახს,რომ ჩვენთან აღარ იმუშავებდა.მეორე დღეს თავის გზაზე გავაცილეთ.ერთი მხრივ შვება ვიგძენი,რომ დაცვა გვერდით აღარ მეყოლებოდა,მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი სიხარული.მეორე დღესვე მამამ დამიბარა თავის კაბინეტში,სადაც როგორცც მერე გავიგე ახალი დაცვა მელოდა.
    _შეიძლება მამა?
    _კი შვილო შემოდი,მინდა ნიკოლოზი გაგაცნო.მართალია ახალგაზრდაა გურამთან შედარებით,მაგრამ საკმაოდ გამოცდილი.მთის ბიჭია და მის ვაჟკაცობასა და ერთგულებაში ეჭვი არ მეპარება.
    იქვე მდგომს შევხედე.საოცარი ვინმე იყო.მაღალი,საოცარი სხეულის პატრონი იყო.შავგვრემანი,ისე შავი და სულის შემძვრელი თვალები ჰქონდა,ადგილზე მიმაყინა,როგორც კი შემომხედა.მამას ნათქვამი რომ მთიდან იყო,ეს უფრო ახლოს ხდიდა ჩემთან.მაგრამ ისიც მოსაბეზრებელი იქნებოდა როგორც ყველა დაცვა.ალბათ მასთანაც ბევრი კამათი მელოდა.
    _სასიამოვნოა,მე ანამარია ვარ.იმედი მაქვს კარგი ურთიერთობა გვექნება.
    ნაძალადევად გავუღიმე და თვალი მივაშტერე.მინდოდა რამე ამომეკითხვა მის ასეთ მზერაში,მაგრამ ვერ შევძელი,არ მიშვებდა...
    _ჩემთვისაც სასიამოვნოა.მე ჩემს მოვალეობას კარგად შევასრულებ.
    ღმერთო რა ხმა ჰქონდა.რომ დაილაპარაკა,მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა.როგორი მკაცრი ტონი,მაგრამ მის მზერაში,რაღაც ამოუცნობ და იდუმალ სითბოს ვგრძნობდი.














    მინდა რაღაც ძალიან კარგი გამოვიდეს.გპირდებით,რომ ასეც იქნება.სულის შემძვრელი ნაწარმოები გამოვა და თქვენს გულამდეც მოაღწევს იმედია.გკოცნით :* 

ნანახია: 1321    |     | კომენტარები:0    |   : nikusha

       კომენტარები :

სახელი *:
Email *:
კოდი *:
0

შესვლა

რეკლამა

გამოკითხვა

Create a free website with uCoz