რეკლამა

    ნამდვილად ეტყობოდა საქმის პროფესიონალიზმი.მალევე დავასრულეთ "გაცნობის" დილა,უკვე უნივერსიტეტში მაგვიანდებოდა
    _თუ ყველაფერი გავარკვიეთ მაშინ წავიდეთ ბატონო ნიკოლოზ,ლექციაზე მაგვიანდება.
    მამას ვაკოცე და მანაქანაში ჯავჯექი.ისიც მალევე გამოვიდა.ვაკვირდებოდი როგორი მოხდენილი სიარული ჰქონდა და საერთოდ ნამდვილად მიმზიდელი ახალგაზრდა იყო.გზაში ხმა არ ამოუღია.ისევ მე დავარღვიე სიჩუმე 
    _ნიკოლოზ მე 2 პირობა მაქვს.პირველი ის რომ ქალბატონოთი არასდროს მომმართო და მეორე უნივერსიტეტში ვერ შემოხვალ,მანქანაში უნდა დამიცადო.
    ამ დროს სარკეში გამომხედა.მის თვალებში ისეთ სიმკაცრეს ვკითხულობდი,ლამის ჩემი სიტყვები უკან წავიღე.
    _მეც მაქვს ჩემი პირობები.თუ შეიძლება ნიკოლოზით აღარ მომმართოთ,ნიკა დამიძახეთ და ბოლო.მეორე ის რომ მე რაც მაქვს დავალებული ის უნდა გავაკეთო,ასე რომ თქვენთან ერთად შემოვალ უნივერსიტეტში და აუდიტორიასთან დაგიცდით.
    ამაზე ლამის ავფეთქდი.როგორ მიბედავდა ამდენს.თვალები ამიცრემლიანდა.
    _არა,არა და არა.არ შემოხვალ ჩემთან ერთად თორე საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.
    _არ არის ამდენი ისტერიკა საჭირო,მე ბრძანებას ვასრულებ და მორჩა!
    ბოლო სიტყვა ისე წარმოსთქვა,რომ "გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა" 
    ძალიან გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ რას გავაწყობდი,ვიცოდი მამაც მის მხარეს დაიჭერდა.ჩემთან ერთად შემოვიდა.ლიზი და თეო შევნიშნე 
    _იმედი მაქვს აქ დაიცდი და კუდში არ გამომყვები.
    გამოვეცალე და გოგოებთან მივვარდი.მივხვდი,რომ ყურადღებას არ მაქცევდნენ და ვიღაცას მიშტერებოდნენ.
    _რა გჭირთ?მომაქცევთ ყურადღებას?შევაჯანჯღარე ორივე.უცბათ შემომხედეს.
    _ანოო,ეს ვინ მოგყვა?რა საოცრებაა.
    აი თურმე რაშია საქმე.ჩემი იდიოტი დაცვით მოიხიბლნენ.
    _ღმერთო ჩემო სულ გამოშტერდით?რამ მოგაწონათ ეგ ხეპრე.ჩემი დაცვაა,გურამი წავიდა სამსახურიდან და ახლა მისი ატანა მიწევს.
    _ვაიმეე თეო გაიგე რა თქვაა? ატანაო მომიწევსო,ნეტავ ჩვენ გვყავდეს ასეთი სახლში.
    _ანოო აწი ხშირად ვივლით შენთან.
    ამაზე ვიცინოდით როცა ლაპარაკი შეგვაწყვეტინა ნიკამ
    _ლექცია დაიწყო.
    _შენი თქმა არ არის საჭირო.ვხედავ.
    გოგოებს შევხედე და ისევ ისე მიშტერებოდნენ,ამაზე მასაც გაეღიმა.
    მისი ღიმილის დანახვას არაფერი სჯობდა,მაგრამ მაინცც უხეში ხეპრე იიყო.ერთი შევუყვირე გოგოებს და გამოვეცალეთ იქაურობას.
    4 საათიანი ლექცია როგორც იქნა დასრულდა და დაღლილი გარეთ გამოვედი.ისიც ისევ იმ პოზაში დამხვდა როგორშიც დავტოვე.მაგრამ განსხვავება ის იყო რომირგვლივ უამრავი გოგონა ეხვია.ამაზე საშინლად გავბრაზდი,ჩანთას ხელი დავავლე და გასასვლელისკენ გავიქეცი.კიბეზე ფეხი დამიცდა და რომ არა მისი ძლიერი ხელები დაბლა გავიშხლართებოდი.ვერც კი მივხვდი როდის გამომყვა უკან.თავისკენ მიმწია,წელზე ხელი ჰქონდა მოხვეული,თმა ლოყიდან გადამიწია.ისეთი ნაზი იყო ამ წუთას,სურვილი გამიჩნდა რომ მეკოცნა,ჩემ თავს ვერ ვცნობდი რა აზრები მაწუხებდა.მანაც როგორც ყოველთვის უხეშობა არჩია
    _რაზე ფიქრობდით ან სად მირბოდი?
    _ხელი გამიშვი იდიოტო.შენ ჩემი დაცვა გევალება და არა გოგოები კერვა.
    _მეორედ იდიოტი არ დამიძახო,გათამამებულო ბავშვო.ვგრძნობდი ხელს როგორ მიჭერდა.
    _ხელი გამიშვი,მეტკინა.მანქანისკენ გავიქეცი და ფანჯარაში ვიყურებოდი.ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდი,მისი სახის ატანა აღარ შემეძლო.
    _დღეს აღარსად ვაპირებ გასვლას.მიხარია 2 დღე ვერ დაგინახავ,შაბათ-კვირაა.მთელი ირონია ჩავაქსოვე ამ სიტყვებში.ბედნიერად ბატონო ნიკოლოზ.
    სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე,აშკარა იყო რომ ნიკოლოზს,როომ ეძახდნენ საშინლად არ სიამოვნებდა. 


ნანახია: 1211    |     | კომენტარები:1    |   : nikusha

       კომენტარები :

სახელი *:
Email *:
კოდი *:
1 gvaramiana94  
0
Mesame nawils ver vkitxulob...rato?

1

შესვლა

რეკლამა

გამოკითხვა

Create a free website with uCoz