რეკლამა

    ჩემს ოთახში შევედი.კომპიუტერთან მოვკალათდი.არ ვიცი რა მემართებოდა,ვიცოდი,რომ მეზიზღებოდა,აუტანელი იყო და ყველაზე უხეში.ფეისბუქზე ძებნა დავუწყე.ნიკა ფიცხელაური.ყვლგან მთის სურათები ედო,რამოდენიმე თავის ფოტოც იყო,საოცრად უხდებოდა თავისუფალი სტილი.ვგრძნობი,რომ სამსახურის ფორმა დიდ დისკომფორტს უქმნიდა.და აი,წავაწყდი იმას,ალბათ რასაც ნაკლებად ელოდა გული.გოგოსთან ერთად იყო ჩახუტებული.ინტერესი მკლავდა ვინ იყო,მონიშნულიც კი არ ჰყავდა.ნერვები მომეშალა,გამოვრთე და ქვევით ჩავედი.მაინტერესებდა კიდევ აქ იყო თუ არა და მისთის განკუთვნილი ოთახისაკენ წავედი.კარი ფრთხილად შევაღე და შევედი.ალბათ წავიდა,გავიფიქრე და გამოსვლა ვცადე.უეცრად შემომატრიალა და თავისკენ მიმიზიდა.
    _აქ რას აკეთებთ ქალბატონო ანამარია? 
    წელზევით შიშველი იყო.ისეთი მიმზიდვეი და სასურველი იყო ამ წამსმთელმა სხეულმა ფართხალი დამიწყო.რა უნდა მეთქვა,რითი მემართლებინა თავი არ ვიცოდი.
    _ხელი გამიშვი იდიოტოო. თავის დაღწევა ვცადე,მაგრამ უშედეგოდ.რას გავხდებოდი მასთან.
    _მე გაგაფრთხილე წესიერად მომმართეთქო.წელზე ისე ძლიერად მომხვია ხელი,მეგონა ნაწილებად დავიშლებოდი.ახლოს მიმიზიდა,ახლა მისი შუნთქვა მესმოდა გახშირებული.ჩემს თმას შეეხო,სიამოვნებისგან გავიტრუნე და თალები დავხუჭე,ველოდებოდი როდის მაკოცებდა.ყურთან მიჩურჩულა
    _თუ შეიძლება ოთახიდან მიბრძანდით,ჩემი სამუშაო დღე დასრულდა.
    მეხის გავარდნისავით ჩამესმა მისი სიტყვები.თვალები დავჭყიტე და მის სახეზე ღიმილი შევნიშნე.ღმერთო რა აუტანელია.თავი გავინთავისუფლე,ხელი მხარზე ვკარი და ოთახიდან გამოვარდი.ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია.თავბრუსმახვევდა მასთან სიახლოვე და ეს სულ რაღაც 1 დღეში მოახერხა.მალევე მამას ხმამ გამომარკვია.
    _უკვე მოხვედი მაა? მივირბინე და ვაკოცე
    _კი შვილო,ძალიან დაღლილი ვარ და მინდა დავისვენო.ხვალ სოფელში წავიდეთ ბებოსთან,არ მოგენატრა?
    _აუუ რა მაგარიაა,როგორ არაა ძალიან მომენატრაა.
    ამ დროს ნიკა გამოვიდა თავის ოთახიდან,წასასვლელად გამზადებული იყო უკვე.
    _ნიკოლოზ მიდიხარ უკვე?
    _კი ბატონო დავით.შაბათ-კვირაა და დასვენებას არაფერი სჯობს.
    _რამე გაქვს დაგეგმილი?
    _არა არაფერი,უბრალოდ სახლში მივდივარ.
    _ხოდა ძალიან კარგი.უარი არ მიიღება.ამ შაბათ-კვირას მჭირდები.სოფელში მივდივართ და ერთი დაცვის წევრი მინდა გვახლდეს.
    _რა პრობლემაა,ახლავე გავემზადები.
    ჯანდაბაა,ამის იქ დანახვაღა მაკლდა.
    _მამა არ შეიძლება მხოლოდ ჩვენ წავიდეთ?ამ დროს ზიზღით გავხედე,ამაზე კი გულიანად გაეღიმა.
    ჩემი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.ტანსაცმელები მოვამზადე და ჩემოდნით ხელში დაბლა ჩავედი.ნიკა უკვე კართან გველოდებოდა.რო დამინახა ჩემსკენ წამოვიდა
    _მოგეხმარები
    _არ არის საჭირო,მეთვითონ
    _სიჯიუტე ცუდი თვისებაა,მაგრამ ძალიან მიმზიდველი.
    ამ დროს მინდოდა მივსულიყავი და გამერტყა,მაგრამ დედას ხმა მომესმა
    _უკვე მზად ხარ?
    _კი დედა,შენ რატომ არ მოდიხარ?
    _არ მცალია,უჩემოდ გაძელით ორი დღე.
    დავემშვიდობე და მანქანისკენ წავედი.მამამ ნიკას დაუძახა და ლაპარაკი დაუწყო
    _ნიკოლოზ მე სხვა მანქანით მოვდივარ,ჯერ სადღაც უნდა შევიარო და მალევე დაგეწევით.ფრთხილად იარეთ.
    შევამჩნიე როგორი ღიმილიანი სახით ჩაჯდა მანქანაში,თავი ვეღა შევიკავე
    _რა გაცინებს ნეტა ვიცოდე,მამა სად წავიდა?
    _სხვა მანქანით მოდის,საქმე აქვს და მალე დაგვეწევა.
    _მერე რას ხედავ აქ სასაცილოს?მეც მასთან ერთად წავალ.გადასვლა ვცადე მაგრამ ვინ გაგიშვა,მაჯაში ჩამავლო ხელი.
    _მორჩით ახლა ამ ისტერიკას.თქვენი თავი მე ჩამაბარა და წყნარად იჯექი.არც მე მსიამოვნებს თქვენნაირ თავნება ბავშვთან ერთად მარტო ყოფნა.
    _უზრდელი ხეპრე ხარ ! ჯერ ერთი ბავშვი არ ვარ,20 წლის ვარ და ვინ მოგცა უფლება ასე რომ მელაპარაკები?!
    _იქიდან დავიწყოთ,რომ 6 წლით ვარ უფროსი.როგორც იმსახურებ ისე გელაპარაკები ქალბატონო ანამარია.ბოლო სიტყვები გამოთმით თქვა.
    _მემგონი გაგაფრთხილე ეგრე არ დამიძახოთქო.
    მისი სიუხეშე უკვე ნერვებს მიშლიდა,სურვილი მქონდა მიმეხრჩო.შორი გზა გვქონდა გასავლელი.ემოციებით დაღლილს ისე ჩამეძინა ვერც კი მივხვდი.ბუნდოვნად ვგრძნობდი,რომ ვიღაც მეხებოდა.ხელში ამიყვანა,მეც გაუაზრებლად,ხელები კისერზე მოვხვიე და თავი გულზე მივადე.იმდენად სწრაფი რიტმით ფეთქავდა თვალები გავახილე და ნიკას ვეჭირე ხელში.ძალიან მიკვირდა როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი უხეში და თან ასეთი თილი და მზრუნველი.ფართხალი დავიწყე არ მინდოდა სისუსტე გამომეჩინა
    _დამსვი ახლავე.
    _ვერ გაგაღვიძე და ამიტომ აგიყვანე,არც მე მსიამოვნებს ასე ყოფნა დამიჯერე.
    _ახლა უკვე მღვიძავს,ჩამომსვი.
    უხეშად გამიშვა ხელი და ძირს ჩამომსვა.


    გვიან კიდევ დავდებ ბავშვებოო...
     

ნანახია: 1313    |     | კომენტარები:1    |   : nikusha

       კომენტარები :

სახელი *:
Email *:
კოდი *:
1 nim  
0
Male dade gtxoov dzalian mainteresebs

1

შესვლა

რეკლამა

გამოკითხვა

Create a free website with uCoz