ისევ აცივდა და ზამთრის სუსხმა ჩემი ძველი ,გადანახული გრძნობები ჩამოფანტა.. აღარც კი მახსოვს რომელი ზამთარი იყო, წინა ,იმის წინა თუ წლების წინა, თუმცა რამნიშვნელობა აქვს.. მე ხომ ამ წლების განმავლობაში არცერთხელ არ დამვიწყებიხარ !.ახლაც როგორც ადრე, ისევ ისე მოვკალათდები ხოლმე ფანჯრის რაფაზე და გარეთ მოცეკვავე ფანტელებს გავცქერი,.. წუთით ისევ ჩავფიქრდები და შემეცოდებიან, ისინი ხომ ამხელა გზას მხოლოდ იმიტომ გადიან რომ ჩამოცვივდნენ და მიწას დაეცნენ ,.. ახლაც იცი ყავა მოვიდუღე და რაფას მივუჯექი, გახსოვს იქ შენ გელოდებოდი? და უცებ თითქოს მომეჩვენა მაგრამ ლამპიონის შუქზე ნაცნობი სილუეტი შევნიშნე,მე თვითონაც მივხვდი რომ ეს რეალური არ იყო, იქნებ ძალიან მინდოდა ამყველაფრის დანახვა და ამიტომ ვხედავდი, თუმცა რაც არ უნდა ყოფილიყო იმდენად გამახარ რომ წამიერად სული ჩამითბა. შენზე ფიქრები იმდენად სასიამოვნო იყო რომ შემეძლო მთელი დღე დაუღლელად მეოცნება შენთან ყოფნაზე, ჩვენს მომავალზე.. თუმცა კი ერთადერთი რამ იყო რაც ამ ყველაფრისგან მაკავებდა, შენ ხომ ჩემთან არ იყავი, შორს იყავი, და ვერ გხედავდი, ვერ გეხებოდი, ვერ გეფერებოდი, სათქმელს ვერ გეუბნებოდი.. ვცდილობდი რომ როგორღაც უშენოდ გამეძლო თუმცა ვერ ვძლებდი და ბოლოს როგორღაც ვისწვალე ამ უზარმაზარ ტკივილთან შეგუება.. იცი როგორ? ჩავიხუტებდი ხოლმე შენს სურათს და ისე ვიძინებდი, თითქოს ცოტათი მაინც მივსებდა იმ სიცარიელეს რომელიც შენ დამიტოვე და წახვედი.. იცი შენს მერე ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა,მეც შევიცვალე. აღარ ვარ ის პატარა გოგონა რომელსაც მუდამ ყოველთვის ყველაფერი ახარებდა და ასე ეგონა რომ მსოფლიოში არ არსებობდა ისეთი რამ რაც მას გულს ატკენდა რადგან შენ ჰყავდი გვერძე, თუმცა შენ წახვედი და კოშმარიც მაშინ დაიწყო, ეს ყოველგვარ საშინელებათა ფილმზე უარესი იყო, ეს იყო სულის კივილი და გულის სიკვდილი.. ვერ ავღწერ იმ გრძნობას რასაც მე ვგრძნობდი შენი წასვლის დროს, თუმცა ხმას ვერ ვიღებდი, ვერ გამოვვხატავდი იმდენად იყო ჩემში გაბზარული ყველაფერი რომ ვერც ვინძრეოდი.. შენი ბოლო შეხება გუშინდელივით მახსოვს, შენი თბილი სიტყვები.. მეც არ მესმის ახლა რატომ ვიხსენებ ამ ყველაფერს, ან რატომ ვწერ.. თუმცა რომ არ დავწერო ალბათ გულიც გამისკდება, არავის უნდა გამიგოს თუ როგორ მიყვარხარ დღემდე, იქნებ ყველას შეშლილიც ვგონივარ, მე შენზე ფიქრებს თავს ვერ ვანებებ. და მინდა რომ ამ ფურცლებმა მაინც მომისმინონ, ნებით თუ ძალით.. მათ მაინც შეინახონ ჩემი საიდუმლო..