რეკლამა

    რა საშინელი ღამე დგას ეხლა 
    და რა საშინლად გაჰკივის ქარი, 
    ვიღაც მიარღვევს დათოვლილ ბილიკს 
    და რჩება უკან ნავალი კვალი. 
    ცას უნდა თითქოს რომ ჩამოინგრეს, 
    უკუნეთ ღამეს ანათებს ელვა, 
    მგზავრი მიიკვლევს გზას აჩქარებით, 
    სახეს ატყვია ტანჯვა და ღელვა. 
    მას არ აღელვებს მრისხანე ღამე, 
    არამედ სულ სხვა გულს აწევს სევდა, 
    იცის რომ სახლში მას ელოდება 
    სულთან მებრძოლი სნეული დედა. 
    დედა რომელმაც გაზარდა იგი, 
    სიღარიბესა და ობლობაში, 
    ასწავლა წერა,ასწავლა კითხვა, 
    პატიოსნება ჩაუდო თავში. 
    ჯარში მიიღო დედის წერილი, 
    ასე გაიგო მისი ამბავი, 
    ჩამოსვლას სთხოვდა ერთადერთ შვილს 
    და წერილში ქონდა მოკლედ ნათქვამი: 
    ,,ვიცი რომ შვილო ჯარისკაცი ხარ 
    და ჯარისკაცის გაწევს უღელი, 
    მაგრამ ჩამოდი მინდა რომ გნახო, 
    რადგანაც უნდო სიკვდილს მოველი,,. 
    ცრემლით ნალბობი დედის წერილი 
    ოთხად გაკეცა, გულში ჩაიკრა, 
    ჩამოეღვარა თვალთაგან ცრემლი, 
    ჯარის ჩექმები სწრაფად შეიკრა.
     

ნანახია: 822    |     | კომენტარები:0    |   : nikusha

       კომენტარები :

სახელი *:
Email *:
კოდი *:
0

შესვლა

რეკლამა

გამოკითხვა

Create a free website with uCoz