რეკლამა

    მარტოობის შესახვევი
    ––––
    სიძულვილის კუთხე
    –––
    სიყვარულის გზატკეცილი
    ––––
    ბედნიერების სადგური
    ––––––––––––––––––––
    -გააჩერეთ , გააჩარეთ. ტაქსი შეჩერდა. მძღოლის სავარძელზე არხეინად მოკალათებული ახალგაზრდა კაცი, ელოდებოდა მგზავრის, კარის გაღებას. 
    -– მარტოობის შესახვევევთან რამდენად გამიყვანთ ? იკითხა ახალგაზრდა ქალბატონმა და მორიდებულად მიაშტერდა მანქანის სალონში მიგდებულ ერთ გვირილას.
    – უფასოდ გაგიყვანთ, როდესაც მაგ შესახვევში მგზავრები მიმყავს ფულს არასდროს ვართმევ. დაბრძანდით. ახალგაზრდა ქალბატონმა უკანა კარები გამოაღო და თავისუფლად, სრულიად მარტო მოკალათდა სამ ადგილიან სავარძელზე. 
    – უკან რატომ დაბრძანდით ?
    – ასე უფრო კარგია, მთელი სამი სავარძელი მარტო ჩემია და რომელზეც მომესურვება იმაზე გადავჯდები.
    – ასე ძლიერ გიყვართ მარტოობა ? მიმართა ტაქსის მძღოლმა და დაჟინებული მზერა მიაპყრო. 
    – დიახ. ჯობია დავიძრათ.
    მძღოლმა მანქანა დაქოქა, პირველ სიჩქარეში გადართო და მანქანების გაცხოველებულ ქუჩას მშვიდად შეუერთდა.
    – თქვენი სახელი მითხარით თუ შეიძლება. მიმართა ქალბატონმა მძღოლს.
    – მაიკლი, ქალბატონო. უბრალოდ მაიკლი არანაირი ბატონო და ა. შ.
    – მაიკლ ყოფილხართ ოდესმე მარტო ?
    – არა, მე მარტო არასოდეს ვარ. როგორ შეიძლება მარტო ვიყო როდესაც ამდენი მგზავრი მყავს ყოველდღე. 
    – მე სულიერ მარტოობაზე გესაუბრებით. მაიკლმა ცხვირსახოცით შუბლზე ოფლი მოიწმინდა, შემდეგ სალონი სარკეში გახედა ქალბატონს, ძლიერი მზერა ესროლა და უთხრა. – ადამიანი თავის სიმარტოვეს თვითონვე განსაზღვრავს. მე ამის სურვილი არასოდეს მქონია და არც ახლა მსურს მარტო გავლიო დარჩენილი წლები. თუ თვითონ არ არის თავის მარტოობაში დამნაშავე. თქვენ რატომ მიგყავართ მარტოობის შესახვევთან ?
    – სულაც არა. არ ხარ სწორი მაიკლ, ადამიანის მარტოობას გარემო განსაზღვრავს. მე ყველამ დამტოვა, ამიტომაც მივდივარ იმ შესახვევისკენ.
    – შესაძლოა ყველამ დაგტოვოთ, მაგრამ თავად უნდა მოიკრიბოთ ძალა რათა თქვენ არ დატოვოთ ისინი. უთხრა მაიკლმა და რამდენიმე წამიანი სიგნალით ძლივს აუარა გვერდი სიკვდილის მანქანას. 
    – ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია მძღოლო მაიკლ. უპასუხა ქალბატონმა. თან საპუდრე ამოიღო და თავის მოწესრიგებას შეუდგა. თითქოს ვინმეს აინტერესებდეს მარტოობის შესახვევთან, ქალბატონის გარეგნობა. ეს მაიკლმაც შენიშნა და შეეკითხა.
    – რატომ იპრანჭებით ? თქვენ ხომ მარტოობის შესახვევში მიდიხართ, იქ სადაც ყველა მარტოა თავის პატარა ოთახში შეყუჟული და იქიდან არ გამოდის. 
    – იმიტომ რომ ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს, მაშინაც კი როდესაც მარტო აქვს გაცვეთილი წუთისოფელი გასალევი. 
    – სულაც არ არის ის გაცვეთილი შეეპასუხა მაიკლი. ეს თქვენთვის მარტოსული ადამიანისთვის ხდება ყველაფერი დამპალი და დაობებული, თქვენთვის ხომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს, თავის მოკვლისაც გეშინიათ და ლევთ წუთისოფელს მარტო. არც კარგს ეზიარებით არც ცუდს. რაღაც შუალედურს ირჩევთ რომელსაც არაფრის მოცემა არ შეუძლია. თუმცაღა ბევრი მინახავს, მარტოობისგან თავის დაღწევა რომ შეძლო, ასეთები მალევე ხდებიან ან ბედნიერები ანდაც სიძულვილით შეპყრობილნი. იმედი მაქვს თქვენნაირი მშვენიერი ქალბატონი მალე დააღწევს თავს და შემდეგ რაც მთავარია სწორ გზას დაადგება.
    – თქვენც ხომ იცით, როგორი ძნელია იქიდან თავის დაღწევა.
    – კი ძნელია , უპასუხა მაიკლმა. თუ გინდათ ახლავე გავაჩერებ, იქნებ გადაიფიქროთ.
    – არა, არა. მიმიყვანეთ მარტოობის შესახვევთან.
    მაიკლმა გაზს ფეხი მაგრად მიაჭირა. სულ ცოტაღა იყო დარჩენილი შესახვევამდე. ახლომდებარე ქუჩაზე ადამიანების მოძრაობა შეწყვეტილიყო. მხოლოდ მოწმენდილ ცაზე მარტო მყოფი დიდრონი მზე დაჰყურებდა შესახვევს. „ადამიანი თვითონ წყვეტს როდის უნდა იყოს მარტო, თვითონვე ირჩევს თავის ბედს" ფიქრობდა მაიკლი და მანქანის შესაჩერებლად ემზადებოდა.
    – მოვედით ქალბატონო. 
    – მადლობ მაიკლ, წარმატებულ დღეს გისურვებ.
    – მარტოსულობა დამღუპველია !!! მიაძახა მაიკლმა და მანქანა დაძრა. ოციოდე მეტრი საკმაოდ ნელი სვლით გაიარა და თვალი მოკრა კაცს, რომელიც ხელების აკრობატული ქნევით ცდილობდა მის გაჩერებას. ტაქსი გაჩერდა. შუახნის მამაკაცი მანქანას მიუახლოვდა, იდაყვით უკანა ფანჯარა ჩაამსხვრია შემდეგ კარი გამოაღო და დაჯდა. სახეზე რამდენიმე ძლიერი ნაოჭი აშკარად პასუხს ცემდა მის საქციელს. 
    – ჰაჰ , თქვენ ალბათ სიძულვილის კუთხეში მიდიხართ ხომ ?
    – ხო, რაც უფრო სწრაფად წახვალთ მით უფრო ნაკლებად მიიღებთ ჩემგან სიძულვილის ენერგიას. 
    – ნუ გეშინიათ არ გადამედება. სიძულვილისგან თავის დაცვა შეიძლება. მე უბრალოდ გაგიღიმებთ, აი ასე შემომხედეთ, და მაიკლმა თავი უკან მიატრიალა, გამოაჩინა თავის თორმეტი მთელი და რამდენიმე გაფუჭებული კბილი. 
    – მხოლოდ იმიტო არ გირტყამ მძღოლო, რომ ძალიან მეჩქარება, თორემ რომ მივალთ თუ გინდა იქვე ჩაგიმტვრევ იმ მთელ კბილებს, შენთვის რომ ღიმილის ელემენტია. 
    – მძღოლო არა, მაიკლი ბატონო, უპასუხა და მანქანა დაძრა. საკმაოდ სწრაფად და დაძაბულად მიდიოდა, მაინც გადმოედო მცირე ენერგია მგზავრის.
    – თქვენ მზად ხართ ისეთი საშინელებისთვის რასაც სიძულვილი ქვია. ? სიტყვა ჩაუგდო მაიკლმა რამდენიმე წუთის შემდეგ.
    – ადამიანი არასდროს არაფრისთვის არ არის მზად მძღოლო. სიძულვილი, მარტოობა, სიყვარული ბედნიერება ისინი უეცრად იფეთქავს მასში, მზად რომ იყოს ადამიანი შეეცდებოდა მისგან თავის არიდებას. მე მივიღე სიძულვილი და უფრო მეტს ვითხოვ ახლა მისგან. შენ არასდროს არავინ შეგძულებია ? შეეკითხა ოდნავ დამშვიდებული მგზავრი.
    – არა, არასდროს. როგორ უნდა მძულდეს როდესაც შეიძლება მიყვარდეს. 
    – სიყვარულიდან სიძულვილამდე სულ პატარა ნაბიჯია გადასადგმელი ერთხელაც აუცილებლად გადადგამ ამ ნაბიჯს, ისე რომ შეიძლება ვერც მიხვდე თავიდან. როდესაც დაიღლები სიყვარულით რომელსაც უპასუხოდ ტოვებენ, აუცილებლად იგრძნობთ სიძულვილს. მანამდე განმარტოვდებით საკუთარ თავთან, იგრძნობთ რომ მარტო მყოფი ადამიანის გადასარჩენად ერთადერთი გზა ადამიანების სიძულვილია. 
    – არა ბატონო არა. უპასუხა მაიკლმა. მე კარგად შემიძლია თავის კონტროლი, თქვენ გგონიათ რომ ადამიანის სიყვარულით შეიძლება დაიღალოთ, და რადგან გგონიათ იღლებით კიდეც. საკუთარი თავის კონტროლი უნდა შეგეძლოთ და აღარ აღმოჩნდებით ამ დღეში. ყველას სიყვარულს არავინ არ გთხოვთ, უბრალოდ გქონდეთ დადებითი განწყობა იმ ადამიანების მიმართ ვისაც თქვენთვის არაფერი დაუშავებია. და ვინც დაგიშავათ თავის სიყვარულზე უპასუხობით, შეეცადეთ გამოასწოროთ ის. რადგან მისი გამოსწორება თქვენი სწორი გზიდან არ გადახვევას ნიშნავს.
    – შეიძლება მართალიც იყო, მაგრამ როდესაც ადამიანი იღლება, და მარტოსული ხდება მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა რა გზას დაადგება. ის ისე აღმოჩნდება სიძულვილის კუთხეში როგორც თევზი მეთევზის ანკესზე. სიყვარულის გზატკეცილზეც შეიძლება აღმოჩნდეს, რა თქმა უნდა თუ გაუმართლა და თუ ამისთვის არის დაბადებული.
    – მართალი ხართ, ალბათ ყველა იმისთვის არის დაბადებული რაც გააჩნია. 
    მაიკლმა სვლა შეანელა, ირგვლივ იხედებოდა და ხვდებოდა თუ როგორ დატყობოდა სიძულვილის კუთხეს ადამიანების საშინელი ბუნება.
    – აი აქ გამიჩერე.
    მგზავრი გადავიდა ისე რომ აღარც არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის.
    მანქანა დაძრული არ ქონდა, როცა ახალგაზრდა შავგვრემანმა ბიჭუნამ კარი გააღო და წინა სავარძელზე დაჯდა. 
    – სიყვარულის გზატკეცილისკენ მეგობარო.
    – სიამოვნებით. მიუგო მაიკლმა და მანქანა დაძრა. 
    – იცით მე სიძულვილის კუთხიდან გამოვიქეცი, აღარ მინდა იქ ცხოვრება. მე სიყვარული მინდა და ამისთვის მზად ვარ. გვიან ხომ არასდროს არ არის ?
    – არა რა თქმა უნდა. საბედნიეროდ ყოველთვის შეგვიძლია ჩვენი გადაწყვეტილების შეცვლა, მთავარია ამისთვის სრულყოფილად მზად ვიყოთ. 
    – დიახ. თქვენ რა გქვიათ ?
    – მაიკლი, შენობით მომმართეთ.
    – კარგი, მე სანტიაგო ვარ. უაღრესად სასიამოვნოა.
    – ჩემთვისაც. კიდევ უფრო სასიამოვნო ის არის რომ სიძულვილის კუთხიდან გამოიქეცით და სიყვარულის გზატკეცილისკენ მიისწრაფვით. უთხრა მაიკლმა.
    – იცი ადამიანს ყველაზე მეტად სიყვარული სურს თუმცა ამას ვერ აღიარებს... ამიტომაც უპირველს მიზნად გამდიდრებას ისახავს, თითქოს ეს დაეხმარება თავისი გრძნობების გამომჟღავნებაში. ფული კი ამასობაში ისე აკნინებს მას, რომ სულიერი გრძნობები, ხორციელ ინსტიქტებათ ექცევა. ამ დაკნინებას კი მხოლოდ მაშინ გრძნობს როდესაც მისთვის აზრი აღარ აქვს. საბედნიეროდ მალე გავაცნობიერე ეს ფაქტი და გამოვიქეცი იქიდან.
    – აქ სხვა ხელიც უერევია სეპასტიან, როგორც ჩანს ძლიერ ხართ შეყვარებული.
    – დიახ, დიახ, მე ძლიერ მიყვარს ის, და სწორედ ამან მიბიძგა გადამედგა ახალი ნაბიჯი. უპასუხა ბიჭმა.
    – სიყვარული შეიძლება, ათი, თხუთმეტი, ოცი ან ორმოცდაათი წლისას გეწვიოს, მაგრამ როცა გეწვევა სწორედ მაშინ იწყება შენი ნამდვილი ცხოვრება, სეპასტიან, კარგად დაიმახსოვრეთ. კიდევ ისიც გახსოვდეთ რომ ადამიანი იბადება ცხოვრობს და კვდება. უნდა დაიბადო სიყვარულით, იცხოვრო სიყვარულით და მოკვდე სიყვარულში, თორემ მთავარ ფაქტს. შენ დაბადებას მნიშვნელობა ეკარგება.
    – გასაგებია, უპასუხა სეპასტიანმა და იგრძნო როგორ დაუარა სულიერმა მღელვარებამ.
    – ეს გვირილა გამომართვით და იხსენით მარტოობისგან, მიუტანეთ იმ ადამიანს რომელიც სიყვარულის გზატკეცილზე სულმოუთქმელად გელოდებათ. 
    სეპასტიანმა გვირილა ხელში აირო, იგრძნო მისი არომატული სურნელი. 
    – ჩვეულებრივ გვირილებს ესეთი სურნელი არ აქვს, ეს რაღაც განსაკუთრებულია. უღრმესი მადლობა, აუცილებლად მივართმევ მას.
    – ეს ჩვეულებრივი გვირილაა, უბრალოდ თქვენ გახდით არაჩვეულებრივი სიძულვილის კუთხიდან გამოქცევის შემდეგ. თქვენთვის უბრალო ყვავილიც უკვე დიდი მნიშვნელობისაა, როდესაც გიყვარს ხომ ყველაფერში რაღაც განსაკუთრებულს ხედავ. მეამაყებით სეპასტიან. 
    – უღრმესი მადლობა მაიკლ. 
    – კიდევ ერთ საჭირო რჩევას მოგცემთ. ძნელია ქალს სიყვარული შეატყო. საჭიროების შემთხვევაში ის მას ისე დამალავს, რომ შესაძლოა იფიქრო ვძულვარო. 
    თუმცა როცა თავად გიყვარს, ათას უაზრო წვრილმანს შეაკოწიწებ და რაღაცას გამოძერწავ კაცი, რომელიც შესაძლოა ბოლოში დიდი ფარსი ან დიდი ბედნიერება აღმოჩნდეს. ასე რომ გული არ გაიტეხოთ თუ ეს უიღბლო სიყვარული აღმოჩნდება თქვენთვის. მე რა თქმა უნდა ყოველივე კარგს გისურვებთ, თუმცაღა უარყოფითი ასპექტებიც უნდა გაითვალისწინო კაცმა, ამ დიდ გრძნობაში რომ შეიძლება გეწვიოს.
    – მადლობთ, ნამდვილად მჭირდებოდა თქვენთან საუბარი, ამ ახალ გზაზე დადგომის წინ. გზატკეცილის დასაწყისთან გამიჩერეთ. 
    მაიკლმა სვლა არ შეანელა და უეცრად დაამუხრუჭა. სეპასტიანმა ინერციით მანქანის სალონს თავი მიარტყა.
    – ოხ თავი, მაიკლ. 
    – არაუშავს სეპასტიან, იცით ეს მე სპეციალურად გავაკეთე. რადგან დაგანახოთ რისთვისაც უნდა იყოთ მზად. როდესაც ძლიერ შეაბიჯებთ სიყვარულის გზატკეცილზე, შესაძლოა მაშინ ასეთი დარტყმა მიიღოთ ოღონდ სულიერი. მაგრამ გახსოვდეთ, არასდროს შეეშვათ სიყვარულის ძიებას ამის გამო. რადგან ეს ტკივილი მალე გაგივლით და ცუდი განწყობის გამო დრო არ უნდა დაკარგოთ. მიმიხვდით ?
    – დიახ მიგიხვდი. უპასუხა სეპასტიანმა, ჯიბიდან რამდენიმე დოლარი ამოიღო და მაიკლს გაუწოდა.
    მაიკლმა გამოართვა, დაკუჭა და გადააგდო. 
    – ეს რატომ გააკეთე ? იკითხა გაოცებულმა სეპასტიანმა
    – ეს ფული სიძულვილის კუთხიდან გამოგყვათ მეგობარო. ბიჭს ჩაეცინა მადლობა გადაუხადა მაიკლს და კარი ფრთხილად მიუხურა. მანქანა დაიძრა, მშვიდად განვლო სიყვარულის გზატკეცილი. ირგვლივ წყვილებად მოსიარულე გოგო ბიჭი სეირნობდა. მაიკლს უყვარდა ამ გზატკეცილზე გავლა. უყვარდა რადგან სიყვარული იყო ბედნიერების სადგურში რომ მიყავდა ხალხი. გზატკეცილის დასასრულს, ორმოც წლამდე კაცმა და ქალმა შეაჩერეს ტაქსი, მათ ბავშვიც ყავდათ, რამდენიმე თვის თუ იქნებოდა. 
    მამაკაცმა კარი გამოაღო და ტაქსიში ჯერ თავის ცოლი და ბავშვი შეუშვა. შემდეგ კი თვითონ მიუჯდა გვერდით.
    – ბედნიერების სადგურში წაგვიყვანე მეგობარო. სიამოვნებით მიუგო მაიკლმა და სახეზე კმაყოფილება აღებეჭდა. 
    – შეუძლებელია ვინმე მესამე პირმა დაინახოს ან შეაფასოს, ორი ადამიანის ბედნიერება...თუმცაღა ვგრძნობ რომ ბედნიერების სადგურში მისასვლელად მზად ხართ. 
    – სრულ ბედნიერაბას შესაძლოა ვერც ვერასდროს მივაღწიოთ. ამიტომ წამები რომელიც ბედნიერად გვაგრძნობინებს თავს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ მე და ჩემმა მეუღლებ და ამ პატარამ, შევიგრძენით ბედნიერი წამები სიყვარულის გზატკეცილზე და გადავწყვიტეთ წავიდეთ ბედნიერების სადგურში. 
    – სწორედ იქცევით, აფსოლიტურად სწორედ, მიუგო მაიკლმა
    – შონ გახსოვს, ჩვენი გაცნობის დღე ? რას წარმოვიდგენდი თუ ჩვენ ჯერ სიყვარულის გზატკეცილზე, ახლა კი ბედნიერების სადგურში მოგვიწევდა წასვლა. შეეკითხა ქალი მამაკაცს და თავის მოლურჯო თვალები ალერსიანად მიაპყრო მის ბაგეს. 
    – როგორ არ მახსოვს ელისაბედ, მე ყველაფერი კარგად წარმოვიდგინე. როდესაც პირველად დაგინახე, მაშინვე წარმომიდგა თვალწინ თუ როგორ მივსეირნობდით პარიზის ერთერთ ულამაზეს ქუჩაზე, რომელიც სურათში მქონდა ნანახი. გამარჯობაც არ მქონდა ნათქვამი შენ უკვე ჩემი იყავი. თვალებში გიყურებდი და ვმოგზაურობდი შენთან ერთად ბედნიერების იმ საზღვართან, რომელისკენაც ახლა მივისწრაფვით. ამიხდა ელისაბედ ყველაფერი ამიხდა, ბევრი წვალების შემდგომ.
    – უნდა წვალობდე რათა გიყვარდეს, ხომ ხედავთ დაგიფასდათ. ჩაერთო საუბარში მაიკლი.
    – დიახ დამიფასდა. უპასუხა მამაკაცმა და თავის მეუღლეს გადახედა. შემდეგ ძლიერ დაეწაფა მის ბაგეს. 
    – ადამიანი მხოლოდ მაშინ ხდება ბედნიერი როდესაც, სხვა ადამიანის დიდ სითბოს გრძნობს. სიტყვა ჩააგდო მაიკლმა. მე თქვენი შემხედვარე სწორედ ამას მივხვდი.
    – დიახ, სწორე ხართ ბატონო. ეს პატარა კი ამ ბედნიერების ნაყოფია....
    – 
    მაიკლმა მგზავრები ბედნიერების სადგურში მიიყვანა. მისი სამუშაო დღე დასრულდა. რადგან ბედნიერების სადგურიდან უკან აღარავის სურდა დაბრუნება. 

    –––
    ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით<<< შემოგვიერთდით და შემოგთავაზებთ ბევრ 

ნანახია: 865    |     | კომენტარები:1    |   : nikusha

       კომენტარები :

სახელი *:
Email *:
კოდი *:
1 nikusha  
0
dzaaan magaria waikitxet bolomde cry cry

1

შესვლა

რეკლამა

გამოკითხვა

Create a free website with uCoz