რეკლამა

    ჩემს სამშობლოში ომია
    მტერი კარზე მოგვდგომია,
    ბევრ დედიკოს შვილის სახელი
    თვალზე ცრემლად მოდგომია!

    ქართველ ვაჟკაცს სახელის ფასად 
    სამშობლოსთვის უბრძოლია,
    სიკვდილის წინ სველ მიწაზე
    შვილებისთვის ულოცია...

    ჯარისკაცის სველ ფიქრებში 
    წარსულს მწარედ უთოვია,
    ომში წასულს გამწარებულს
    უკან გზა ვერ უპოვნია...

    შვილის სახის ნახვა
    მშობელს ნატვრად გაუხდია,
    და ღვთის სახლში მის სახელზე
    კელაპტარი აუნთია...

    გმირ ბიჭებთა მოსაგონრად
    საფლავიც ვერ აუგიათ,
    გაყინულან სხეულები
    სველ მიწაზე დაუწვიათ...

    მათთვის ვისაც მტრის ნასროლმა
    ტყვიამ მკერდი გაურღვია,
    სამშობლოსთვის დაღუპისთვის
    ღმერთს ცის კარი გაუღია...

    თუმცა ბედკრულ საქართველოს 
    ბრძოლა მაინც წაუგია,
    მაგრამ გმირ ქართველთა გვარები
    დროსაც კი ვერ წაუშლია...

ნანახია: 801    |     | კომენტარები:1    |   : nikusha

       კომენტარები :

სახელი *:
Email *:
კოდი *:
1 nikusha  
0
heart heart heart

1

შესვლა

რეკლამა

გამოკითხვა

Create a free website with uCoz