"ვალენტინობა" ეს სიყვარულის დღეა წმინდანი, შეყვარებულნო თქვენი დღეა მარადისობის, და განუწყვეტლივ პატივი სცეთ თქვენს მალულ გრძნობებს რომ სიყვარული არ გაგიხდეთ მოსაძებნელი. ვალენტინეს ინტერამელის ხსოვნას შეჰფიცეთ რომ თქვენი სისხლი შეერწყმება მარადისობის, და ეს დღე მოგაგონებთ ლამაზ ოცნებას ვით ქალღმერთ იუნონას,შეყვარებულ წყვილთა ფერებით თქვენი გოდება ყოფილიყოს ღვთაებრივ ძალით მიბრჯნილებული დაეს ცრემლები სიყვარულისგან გქონებოდეთ მიტიტებული. (მე დაობლებულ სიყვარულის ვარ მონაზონი) მე სიყვარულის სიხარულის წერა მწადია და შორი ფიქრი დამწევია როგორც მწევარი და გარიჟრაჟზე ფანტელები ვარდათ მოჰქრიან, შავი ვარდივარ სევდიანად მომოფანტული მე მიჯნურობა სიცოცხლეზე მეტად მწყურია, ერთი ბიჭივარ უბედურად დაობლებული მე ლამაზ გრძნობის სევდიანად აღთქმა მწადია
Vardebi / ვარდები
ვალენტინობის დღეს ვარდების გამყიდველს ვარდი ვთხოვე – მაჩუქე-მეთქი და უარი მითხრა, მერე ეს ლექსი დავუწერე და 5 ვარდი მაჩუქა...
ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით, დაე, შემერგოს თუნდაც არამად... ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით, პოეტი ვარ და ფული არა მაქ! ლექსზე გაგიცვლით, არ შემრჩა გროში, ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია! ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოში რომ სიყვარულიც გასაყიდია!