რეკლამა

    ასე გადიოდა დრო და ვსწავლობდი ალექსის გრეშე ცხოვრებას. თავიდან მეგონა შევიშლებოდი მისი ჩახუტების, მისი სურნელის შეგრძნების გარეშე. სულ უფრო და უფრო მენატრებოდა მისი ზღვისფერი თვალები. ყოველ კვირას ავდიოდი ჩვენს საყვარელ მთაზე და ვიხსენებდი მასთან ერთად გატარებულ თითოეულ წამს... ამ ყველაფრის გადატანაში ემილი და ლანა მეხმარებოდნენ, მათი მეგობრობა ძალას მმატებდა. სკოლაში როცა ნათიას ვხედავდი ალექსის სახე მიდგებოდა თვალწინ. ვიცოდი, რომ ამ სიყვარულს გულიდან ვერასდროს ამოვიგდებდი , უბრალოდ მინდოდა მის გარეშე არსებობა შემძლებოდა. ჩემი სისულელის გამო სკაიპშიც ვერ ვხედავდი, მაგრამ შეიძლება ასე უფრო მარტივად გადამეტანა უმისობა...
    გავიდა 5 წელი.მე უკვე ბოლო კურსის სტუდენტი ვიყავი. ვერ გეტყვით, რომ ალექსის დავიწყება შევძელი უბრალოდ ეს სიყვარული მეორე პლანზე გადავიტანე და თავდაუზოგავად ვმეცადინეობდი, რათა ბევრს მიმეღწია. თითქმის ყველაფერი შეიცვალა ჩემს ცხოვებაში, ჩემი მეგობრების გარდა, ისინი მუდამ ჩემთან იყვნენ და ნებისმიერ სიტუაციაში ერთმანეთს გვერდით ვედექით. ჩვენ სამივე ერთ კურსზე ვსწავლობდით და ყველგან ერთად დავდიოთ. ემილის ცხოვრებაში იყო ერთი ბიჭი სახელად გიორგი , მათ სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი. ჩემსა და ლანას პირად ცხოვრებაში კი საინტერესო არაფერრი ხდებოდა. საბა სკოლის დამთავრების შემდეგ არსად მინახავს და ალბათ შეძლო ჩემი დავიწყება. ჩვენ წარმატებით ჩავაბარეთ უნივერსიტეტის საბოლოო გამოცდები. 13 ივნის კი დიპლომები გადმოგვეცემოდა და ოფიციალურად უმაღლეს დამთავრებულები ვხდებოდით. ყველა დიდი ემოციებით ემზადებოდა ამ დღისთვის. მე ემილიმ და ლანამ ერთად ავარჩიეთ კაბები,რომელსად 13ში ჩავიცმევდით. შოპინგის დროს საშინლად დავნღვლიანდი, რაც რათქმაუნდა ჩემს მეგობრებს არ გამოპარვიათ.
    - რა გჭირს ნიც? - მკითცხა ემილიმ და კაბა ტანზე მიიდო.
    - არაფერი, ნუ მომაქცევთ ყუადღებას.
    - ოო, რას გვიმალავ გოგო თქვი რა დაგემართა? -მკითხა ლანამ და დაჟინებული მზერა მომაპყრო.
    - ჩემი დაბადების დღის წინა დღე გამახსენდა, მე და ალექსი რო ვიყავით კაბის საყიდლად წამოსული.მაშინ მკითხა რაზე ოცნებობო, მეთქი შენზეთქვა და მე უკვე ახდენილი ვარო... თურმე არ ყოფილა... - ვთქვი ნაღვლიანად და თავი დავხარე.
    - აუუ, ეგ ბიჭი კიდე ვერ დაივიწყე ხო შენ?- ემილიმ კაბა გვერდით გადადო და ჩემთან ახლოს ჩამოჯდა.
    - არა, ეს იმხელა სიყვარული იყო ვერც ვერასდროს დავივიწყებ...
    - ახლა რო გამოგეცხადოს და შერიგება გთხოვოს რას იზამ? - მკითხრა ლანამ და ისიც გვერდით მომიჯდა.
    - ოოოჰ, ნუ ბოდიალობ რაღაცას, ის ურთიერთობა დასრულდა, უბრალოდ ეს გრძნობა მუდამ იარსებეს ჩემში! კაი გვეყოს ამაზე საუბარი, ავარჩიოთ რამე თორე დაგვაღამდება.
    ჩვენ დიდი დროის შემდეგ მოვირგეთ კაბები და სახლებისკენ გავეშურეთ. გათენდა 13 დილაც, უნივერსიტეტში დიპლომები გადმოგვცეს, ყველა ერთმანეთს ვულოცავდით უმაღლესის დამთავრებას, შემდეგ სახლებში წავედით და საღამოს ბანკეტისთვის მოვემზადეთ. ბანკეტზე ყველა თვალისმომჭრელაად გამოიყურებოდა. ბევრი ვიმხიარულეთ და კარგად გავერთეთ. ცოტა ხანში ემილის გიორგიმ დაურეკა და გარეთ გასვლა თხოვა. სადღაც ერთი საათის შემდეგ მე და ლანამ გარეთ გავაკითხეთ, თუმცა იქ არავინ იყო. ემილის ტელეფონი კი დარბაზში დაეტოვებინა. ბოლოს გიორგის დავურეკე.
    - გიო, ნიცა ვარ ემილი სადააა ხო არ იცი?
    უცებ ტელეფონში რაღაც შრიალი გავიგონე და მალევე თვითონ ემილი მიპასუხა. 
    - კაბა შაერჩიე დაო, ჩემი მეჯვარე ხარ.
    - რააააა? არ არსებობს. გათხოვდი?
    - ხოო, ახლა გიორგის სახლში მივდივარ, ჩემებს გააგებინეთ.
    - ვაიმეეე, გილოცავთ, დედაშენს დავურეკავ ახლა და ხვალ გნახავთ მე და ლანა.
    - კაიი.
    ახალი ამბავი ჯერ ლანას ვახარე, შემდეგ კი ემილის დედას. დედამისს დიდად არ გაკვირვებია. მეორე დღეს მე და ლანა ვესტუმრეთ და კიდევ ერთხელ მივულოცეთ დაოჯახება. მათ ქორწილი 1თვეში დანიშნეს და მე როგორც მეჯვარემ აქედანვე დავიწყე მზადება.

    კითხულობს ვინმე? დაწერეთ კომენტარებში მოგწონთ თუ არა.... 

ნანახია: 842    |     | კომენტარები:1    |   : nikusha

       კომენტარები :

სახელი *:
Email *:
კოდი *:
1 nikusha  
0
dry dry

1

შესვლა

რეკლამა

გამოკითხვა

Create a free website with uCoz