რეკლამა

    საშინლად ცივა, უკვე დეკემბერია, ნათია ადრე წამოვიდა მეგობრებისგან გამოძინება უნდა მოასწროს , თავის საწოლში ძილი ყველაფერს ურჩევნია, უკვე სახლს უახლოვდებოდა საიდანღაც მანქანა გამოვარდა და მთელი სისწრაფით მიაჭრა გოგოს, გონს მოსვლა ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა ძირს... მანქანიდან სანდრო გადმოვიდა, გოგოს ხმის ამოღება არ დააცადა ისე აიტაცა ხელში, მანქანაში შესვა , ყველა კარი ჩაკეტა და მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს
    - შენ სულ გაგიჟდი ხო? ძლივს ამოთქვა ნათიამ
    - რაო რაო რა მინდაო?
    - კიდევ მე რა მინდა? რა დღეში ხარ მომივარდი აქ ლამის გამიტანე, ახლა აქ შემომაგდე და სად მიგყავარ ღმერთმა იცის
    - მოგიტაცე - თქვა და დაიჭყანა
    - შენ მართლა არ ხარ მგონი ნორმალური- გაბრაზდა ნათია და კარის გაღება ცადა
    - გოგო ნუ გაგიჟდი შენ , ჯერ ერთი ჩაკეტილია და მეორეც რა სიჩქარით მივდივარ ნახე სად მიდიხარ რომ მიდიხარ
    - სანდრო გააჩერე 
    - აუუ მორჩი ახლა წუწუნს, შენ გგონია მართლა მოგიტაცე? სადაც ახლა მიდიხარ ბევრად უარესია და ინატრებ კიდეც მოვეტაცებინე ნეტავო, საწოლში მაინც მოგიწევდა თბილად ძილი
    - სანდრო
    - გაჩუმდი და ნუ გამაბრაზებ არ მინდა იმაზე ცუდი რამ გავაკეთო რაც ჩაფიქრებული მაქვს
    - აუუუ ვინ ხარ შენ- ჩაილაპარაკა ნათიამ და თვალები დახუჭა
    ,, რას გადამეკიდა, ესღა მაკლდა, ან ახლა სად მიმათრევს ღმერთმა იცის, რატომ მაინცდამაინც მე უნდა ავიკიდო ყველა გიჟი" ფიქრობდა ნათია და გზას უყურებდა, უკვე დიდი ხანია ქალაქი დატოვეს და ტყეში მიდიოდნენ
    - შენ მოკვლას მიპირებ მგონი ხო?
    - არც მთლად ეგრე ვიტყოდი - გაიცინა სანდრომ
    - რა გაცინებს ნორმალური ხარ საერთოდ? ამის გამო შემიძლია გიჩივლო და ციხეში ჩაგსვა ხვდები?
    - ვხვდები მაგრამ შენ ამას არ გააკეთებ და რომც გააკეთო არ მეშინია საყვარელო
    - საყვარელოს ნუ მეძახი იდიოტო
    მანქანა გაჩერდა, სანდრომ ნათიას შეხედა და გაიცინა
    - უკვე მოვედით შეგიძლია გადახვიდე, ხო მანამდე ტელეფონი მომეცი
    - რააა? სად უნდა გადავიდე? ან ტელეფონი რატომ უნდა მოგცე?
    - გოგოოო, რომ გეუბნები მოვედითთქო ე.ი მოვედით და რომ ვამბობ ტელეფონი მომეცითქო ე.ი უნდა მომცე ნუ გამაგიჟებ ახლა
    - რას აკეთებ სანდრო აზრზე ხარ?
    - მე კი ვარ აზრზე შენ გჭირდება აზრზე მოყვანა და რადგან შენით ვერ მოხვედი აზრზე მე მოგიყვან საყვარელო, ახლა ადექი და გადადი მანქანიდან ნუ მაიძულებ მე გადაგიყვანო
    - არსად არ გადავალ
    - ოქეიიი, ვნახავ მაგასაც - თქვა და მანქანიდან გადავიდა სწარაფად გააღო კარი და წინააღმდეგობის მიუხედავად მალე ნათია მის ზურგზე იყო გადაკიდებული, ტელეფონი ერთი ხელის მოძრაობით წაართვა, გოგო ხან მუშტებს ურტყამდა ზურგში ხან ფეხის გამოყენებას ცდილობდა მაგრამ ბიჭი მასზე ბევრად ძლიერი იყო, არაფერი გამოუვიდა, მანქანას კარგად რომ მოშორდნენ სანდრომ გოგო ძირს დააგდო ტელეფონი ხელში შეათამაშა და მანქანისკენ წავიდა, მშვიდად აამუშავა მანქანა და მალე თვალს მიეფარა 


ნანახია: 978    |     | კომენტარები:0    |   : nikusha

       კომენტარები :

სახელი *:
Email *:
კოდი *:
0

შესვლა

რეკლამა

გამოკითხვა

Create a free website with uCoz