რეკლამა

    კარგა ხანს ეგონა ნათიას რომ ბიჭი მობრუნდებოდა მაგრამ დრო გადიოდა და არ ჩანდა, გზიდან იმდენად შორს იყო რომ დილამდე ვერ გავიდოდა , უკვე ღამის 1 ხდებოდა და ირგვლივ არც სახლები იყო არც სულიერი ჩანდა ვინმე, საშინლად ციოდა, სხვა გზა არ ქონდა ფეხით უნდა ჩასულიყო გზამდე და მერე როგორმე დაბრუნდებოდა ქალაქში
    - არა, აი დამაცდე შენ ამის გამო რაც დაგემართება - იმუქრებოდა და იცოდა საშინლად გადაუხდიდა თავხედ ბიჭს სამაგიეროს. 
    მიდიოდა და უკვე სიცივისგან აკანკალებდა, ახსენდებოდა ყველაფერი რაც ამ არანორმალურთან აკავშირებდა
    პირველად სამსახურში ნახა სანდრომ ნათია, შორიდან დაინახა და იმ დღიდან ამოიჩემა , რას არ იგონებდა ხშირად რომ მისულიყო ის, მერე ნომერი თხოვა რაზეც სასტიკი უარი მიიღო, მრავალჯერ განმეორდა ეს თხოვნა პასუხი უცვლელი დარჩა, მერე ძმაკაცები მოაგზავნა და მაინც ვერ მიაღწია სასურველს, ვერც თანამშრომლებისგან გაიგო ნომერი, 2 კვირა მოდიოდა და არ ასვენებდა გოგოს, ბოლო თხოვნისას ისევ უარი მიიღო ნომერზე
    - კარგი რადგან ასეა მე გავიგებ შენს ნომერს , იმიტომ კიარა რომ დაგირეკო უბრალოდ გავიგებ -თქვა სანდრომ და თავდაჯერებული წავიდა
    - მიდი გაიგე - უპასუხა ირონიით ნათიამ
    რამდენიმე დღის შემდეგ ჩვეულებისამებრ მუშაობდა ნათია სანდროს მანქანა რომ მოვიდა ან მოფრინდა ასე უფრო სწორია.
    - გამარჯობა გოგონი
    - გამარჯობა
    - ე.ი ნომერს არ მეუბნები ხომ? - თქვა სანდრომ და გვერდით მდგარ ვატოს გადახედა ( ძმაკაცია სულ ერთად დადიან და ვატოც ამაოდ თხოვდა ნათიას ნომერს?
    - არა და მორჩა
    - და რომ გავიგო? ახლა დავრეკავ და მეტყვიან
    - მიდი აბა- თქვა ნათიამ და უცებ გაიფიქრა ახლა რომ ჩემს ნომერზე დარეკოსო... მაგრამ 3 წუთი გავიდა და მისი ტელეფონის ხმა არ ყოფილა
    - ეე არ პასუხობს, კიდევ ვცდი აბა
    10 წამიც და,, ნანა ნანა ნანა ნანა ნანა ნანა ნააა" გაისმა ჩემი ნოკიას ზარი და გაბრაზება რომ დაემალა ნათიას თვალები დახუჭა...მერე გაახილა და უყურებდა როგორი კმაყოფილი სახე ქონდა სანდროს, ვატოც ეშმაკურად იღიმებოდა
    - საიდან? მარტო ამის თქმა მოახერხა ნათიამ
    - მიდი მიდი დაჯექი ცუდად არ გახდე- გადაიხარხარა ბიჭმა და თვალი ჩაუკრა
    - აუ როგორ ვერ გიტან შენ ხო აზრზე არ ხარ, ამხელა კაცი ხარ და ჭკუა არ გაქვს თავში, ხო ნომერი გაიგე ახლა რა? რას მიაღწიე ამით?
    - არაფერი საყვარელო, უბრალოდ უნდა იცოდე რომ სანდრო აბაშიძეს რაც უნდა ყველაფერს მიიღებს
    - ჯერ ერთი შენი საყვარელო არ ვარ, მეორეც ყველაფერს ვერა ბიჭი და მესამეც ვერ გიტან და შენი ხმის გაგონებაც მაღიზიანებს
    - ნი ჯიუტობ და ნუ მესწერვები რა გოგონი, ახლა წავალ და შეგეხმიანები მოგვიანებით საყვარელო- ისეთი ხაზგასმით თქვა ეს სიტყვა რომ ნათიას მისი მოკვლის სურვილი გაუჩნდა , მაგრამ ბიჭები სწრაფად ჩასხდნენ მანქანაში და გაუჩნარდნენ, მალე მისი ტელეფონის ხმა გაისმა სანდრო რეკავდა, არ უპასუხა, მეორედ დარეკა
    - რა გინდა სანდრო?
    - რატო არ მიპასუხე?
    - დრო არ მქონდა
    - გასაგებია, როგორ ხარ აბა? გაგაკვირვე? 
    - ვერც ისე ველოდებოდი რომ ეგრე იქნებოდა ასერომ არ გამოგივიდა ჩემი ბიჭი
    - ვახ ვახ უკვე შენიც გავხდი? 
    - ნერვებს ნუ მიშლი
    - შენ ნუ მესწერვები და ნახავ რა კარგი ბიჭიც ვარ
    - მინდა რომ აღარ დამირეკო 
    - რატო არ გცალია საყვარელო?
    - არა, ახლა კიარა საერთოდ აღარ დამირეკო არც ხვალ არც ზეგ და არც არასდროს
    - ეე, რა გჭირს ტო, ამხელა გოგო ხარ, 23 წლის ხარ პატარა ხოარა რა გაჯიუტებს ხო ხვდები რომ მომწონხარ
    - ხოდა მაგას რომ ვხვდები მაგიტომ არ მინდა შენი ხმის გაგონება მე არ მომწონხარ და არც არასდროს მომეწონები და საერთოდაც ნერვებს მიშლის შენი საზიზღარი ხმის გაგონება
    - ოქეიი
    ნათიამ ამოისუნთქა და რომ ეგონა დაისვენა ბიჭისგან შეცდა, ყოველდღე რეკავდა სანდრო, სამსახურში აკითხავდა და მოსვენებას არ აძლევდა, შეხვედრაზე ვერ დაითანხმა და სხვა გზა არ ქონდა მხოლოდ სამსახურში შეეძლო ნათიას ნახვა. გოგოს მობეზრდა მისი გაუთავებელი ზარები და უკვე აღარც პასუხობდა, ერთ დღეს მესიჯი მოუვიდა მორიგი უპასუხოდ დატოვებული ზარის შემდეგ
    ,, გოგონი ზარზე არ უნდა მიპასუხო რომ გირეკავ?"
    ,,თავი დამანებე რა არ მინდა შენი ხმის გაგონება და არ მომწონხარ საერთოდაც და არ გპასუხობ"
    ,,ოპაა, ახლა შენ ძაან ცუდად იქცევი"
    ,, თავხედი ხარ და შემეშვი"
    ამ მესიჯის შემდეგ ბიჭი გაქრა და გოგომაც მაოისუნთქა ეგონა ყველაფერი მორჩა, საღამოს სამსახურში მიდიოდა უეცრად საიდანრაც მანქანა რომ გამოვარდა და ზედ ფეხებთან დაუმუხრუჭა, შიშისგან გონს რომ მოვიდა მაშინღა დაინახა ახარხარებული სანდრო და ვატო
    - თქვენ ნორმალურები ხართ?
    - არაა, მოდი დაჯექი
    - არსად არ ვაპირებ დაჯდომას - თქვა და გზა განაგრძო
    - გოგოო, წამოდი და დაჯექი- მაჯაში ხელი სტაცა სანდრომ ისე რომ ტკივილისგან სახე შეეცვალა ნათიას
    - არ მინდა სანდრო არა რატომ არ მანებებ თავს
    - მისმინე ახლა ორი არჩევანი გაქვს : 1. ან მანქანაში დაჯდები და მიგიყვან სამსახურში , 2. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მიგიყვანს შენ საავადმყოფოში და მე პატრული ციხეში, არჩევანი შენზეა
    - იცოდე მეტჯერ შენსას ვერ გაიტან - თქვა ნათიამ დავატო სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და უკან დაჯდა , დიდსულოივნად დაუთმო ადგილი ნათიას
    - მადლობა ბატონო ვახტანგ რა პატივია- ჩაილაპარაკა ნათიამ და შიშისგან თვალები დახუჭა ისე სწრაფად მიქროდა სანდრო...
    - ვატოო ეს გოგო ჩემია და ამას ვინც გაეკარება დედა მორტ*ვნება
    - ბაზარი არაა ძმაო, შენთან ვართ
    - თქვენ რა კარგად ხართ- გაიცინა ნათიამ და ფანფრიდან განათებულ ქალაქს გახედა- სანდრო სად მიდიხარ ეს აშკარად არ არის ჩემი სამსახურის გზა
    - მოგიტაცეთ- გაიცინა ვატომ და თვალი ჩაუკრა
    - თქვენ მაკლდით მარტო რა (ნათია)
    - ახლა ვატოს სახლში დავტოვებ და მერე შენ წაგიყვან სამსახურში
    არაფერი უპასუხა ნათიამ უკვე ისედაც ყელში ქონდა ამოსული სანდროს ქცევები და კამათს აღარ აპირებდა, მალე მარტო დარჩნენ
    - რატომ მექცევი ასე, გეცადა მაინც ჩემი გაცნობა
    - რასაც ვხედავ უკვე საკმარისია და აღარ მინდა
    - პირველად მომწონს პატარა გოგო და ნუ დამაკარგვინებ წარმოდგენას
    - შეგიძლია არ მოგწონდეს
    - ნახე რა ლამაზი საღამოა- თქვა და განათებულ თბილისს ზემოდან დავყურებდით, სანდროს შევხედე და გამეღიმა ახლა ისეთი სათნო და კეთილი სახე ქონდა სულ არ გავდა იმ თავხედ ბიჭს აქამდე რომ ვიცნობდი, მიყურებდა და თავისი ლურჯი თვალებით მიღიმოდა
    ნათია ფიქრებიდან ხმაურმა გამოიყვანა, ისე გადავარდა მოგონებებში ლამის დაავიწყდა ტყეში რომ იყო მარტოდმარტო... იქვე რაღაც ცხოველმა გაირბინა და ახლა უფრო აიტანა შიშმა
    ,, იდიოტი, არანორმალური ამ შუაღამისას სად დამტოვა. არადა ყველაზე მეტად სიბნელის მეშინია, თან როგორ მცივა" ცრემლები მოიწმინდა და გზა განაგრძო, ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გზატკეცილამდე... 

ნანახია: 1276    |     | კომენტარები:0    |   : nikusha

       კომენტარები :

სახელი *:
Email *:
კოდი *:
0

შესვლა

რეკლამა

გამოკითხვა

Create a free website with uCoz