საღამოს ნათიამ დაზავება და მშვიდი გარემოს შექმნა სცადა, უკვე 5 დღეა ამ მიყრუებულ ადგილას არის სანდროსთან ერთად, მობეზრდა შიმშილობაც და დუმილიც, სადილი მოამზადა და სანდროს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა ნათიამ მაგიდასთან მიიპატიჟა - კარგად ხარ საყვარელო? - კარგად ვარ, უბრალოდ დამღალა კატა-თაგვობანამ, შენ ჩემზე ჯიუტი ხარ გაიმარჯვე.. - ვაახ, ჩემი ჭკვიანი გოგო როგორ გამახარე, ე.ი დღეიდან თაფლობის თვე გვაქვს- თქვა და გოგოს მიუახლოვდა - არა სანდრო, მოიცადე, მინდა ყველაფერი წესების დაცვით გაკეთდეს, პირველ რიგში მინდა ჩემებს დავურეკო 5 დღეა ჩემზე არაფერი იციან წარმოიდგინე როგორ იქნებიან... ადამიანურად მშვიდად დავგეგმოთ ყველაფერი და დავიწყოთ ერთად ცხოვრება - ოქეიი, როგორც გინდა, ძალიან გამახარე, გამაბედნიერე შენი ამ გადაწყვეტილებით - თქვა გახარებულმა და ნათიას ხელი ხელებში მოიმწყვდია ,, როგორი თბილი უხდება ხოლმე გამოხედვა, თვალებიც უფრო ცისფერი და ნაზი აქვს" - მიდი დაურეკე შენებს და უთხარი ხვალ მოვიდნენ - მიაწოდა ტელეფონი და ზურგიდან ჩაეხუტა - როგორ გამახარე არც კი იცი, რამდენი მწავალე, რამდენი მარბენინე მაგრამ ღირდა და ისევ ვირბენდი ამდენს. რა სასიამოვნო იყო სანდროს ჩახუტება.. ასე თბილი თუ შეეძლო ყოფილიყო გიჟივით რატომ იქცეოდა? ამდენი წვალებაც არ მოუწევდა- გაეცინა ნათიას თავის ფიქრებზე...სასწრაფოდ აკრიბა დედას ნომერი - დე მე ვარ, როგორ ხარ - მე როგორ ვარ თუ შენ? სად ხარ რა გჭირს - დე გავთხოვდი - რა? გაგიჟდი? ვის გაყევი? - დე ასე ვერ აგიხსნი , მოკლედ სანდროს მივცემ ტელეფონს და აგიხსნის სად უნდა მოხვიდეთ ხვალ სანდრომ მალე დაასრულა დედაჩემისთვის მისამართის ახსნა და შევამჩნიე როგორ გაწითლდა - რა დაგემართა შენ რა ვინმესი გრცხვენია? - ხო რა... რავიცი.. ცუდად გამომივიდა შეშინებული იყო ხომ კარგადააო იმდენჯერ მკითხა.. - აბა რა გეგონა, არაფერზე რომ არ ფიქრობ... - კარგი არ გვინდა ახლა ჩხუყბი რა.. მოდი ახლა ფილმს ვუყუროთ ნუ გავაფუჭებთ ამ საღამოს, ხვალ კი შენები მოვლენ და ჩემთან წავალთ თბილისში - კარგი... ნათიას მალევე ჩაეძინა , სანდრომ ხელში აიყვანა ოცნების ქალი და საძინებელში ფრთხილად დააწვინა, გონებას ურევდა მისი სიახლოვე, მისი კანის და თმის სურნელი, უყურებდა და უნდოდა შეხებოდა, მოფერებოდა, მაგრამ.. მან გოგოს პირობა მისცა და შეასრულებს... მეორე დილით ნათიამ ისევ კეთილი ნება გამოიჩინა და მეუღლეს ყავით გაუმასპინძლდა, მალე მისი მშობლებიც გამოჩნდნენ. - მე გავალ შევხვდები - მიდი ეგრე ჯობია, ძალიან ვნერვიულობ... - ნუ გეშინია არ შეგჭამენ- გაიცინა ნათიამ და ამაყად გაემართა მანქანისკენ, დედამისი უკვე გადმოსვლას აპირებდა გოგო რომ მიუახლოვდა - დედა ახლა მანქანაში ჩაჯექი ყველაფერს მერე აგიხსნი და რაც შეიძლება სწრაფად მოვშორდეთ ამ ადგილს, თქვა ნათიამ , მანქანაში შეხტა და 5 წუთში უკვე გზაზე მიქროდნენ...