რეკლამა

    დიდი ხნის გათიშულ მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ გონს ძლივს მოვედი.. თვალები ფრთხილად გავახილე და მივხვდი რომ საავადმყოფოში ვიყავი.. ცხვირში მილი მქონდა შეერთებული, მუცლის არე შეხვეული და ხელზე გადასხმის ნემსი მიერთებული.. პალატაში მამაჩემის სილუეტი გავარჩიე.. სავარძელში იჯდა და ჩაძინებოდა.. ალბათ მთელი ღამე გაეთია.. პირველი გაღვიძებისას რაც თავში მომივიდა ეს ის იყო თუ როგორ იყო ეხლა ლინდა..
    ხმის ამოღება ვცადე მაგრამ გამიჭირდა.. ლუღლუღით დავუძახე მამაჩემს და ძლივს გავაგონე.. თვალები ნელა გაახილა და გამოფხიზებული რომ დამიძახა სწრაფად წამოდგა და ჩემთან მოვიდა..
    -ერეკლე შვილო გაიღვიძეე?! მადლობა უფაალლს(პიჯვარი გადაიწერა)..როგორ მიხარიაა..-აღელვებული ხმით მითხრა და შუბლზე ხელი გადამისვა..
    -მამა..ლინდა სად არის?..-ლუღლუღით ვკითხე და სახეზე მივაშტერდი..
    -შვილო ლინდა რეანიმაციაშია..შენ ეხლა მოძლიერდი და ყველაფერს მოგიყვებით.. ორ დღეზე მეტია გძინავს და როგორც იქნა მომჯობინდი..რა ბედნიერებაა ღმერთო.. რომ არა ნიკაა..-მოწყენილმა წარმოთქვა ბოლო სიტყვები..
    -რა ნიკა მამა? რა შუაშია ნიკა?-გაკვირვებულმა ძლივს ვკითხე..
    -შვილო მან გპოვათ ქუჩაზე დაგდებულები.. ორივე გულწასულები იყავით.. რა მოხდა შვილო?, ლინდა ძლივს გადაურჩა სიკვდილს და კიდევ ეჭვის ქვეშ არის მისი სიცოცხლე ისე ცუდად იყო..-ანერვიულებული ხმით განაგრძობდა საუბარს და თან თვალებში მომშტერებოდა.. მინდოდა პასუხი გამეცა მაგრამ, ძალა უფრო და უფრო მეცლებოდა ბოლოს ჩამეძინა..
    როდესაც გავიღვიძე შედარებით უფრო მეტი ძალა ვიგრძენი..პალატაშო გადავეყვანე.. გადასხმის ნემსი და მილები ცხვირიდან მოეხსნათ ჩემთვის და უფრო მეტ ენერგიასაც ვგრძნობდი.. რომ გავიღვიძე პალატაში არავინ იყო, მაგრამ მალევე ნიკა შემოვიდა..
    -ერეკლე როგორ ხარ? როგორ მიხარია რომ გადარჩი ძმაოო..-გახარებულმა წამოიძახა და ახლოს მომიახლოვდა..
    -ნიკა მითხრა მამაჩემმა შენზე..არვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო..შენ გადაგვარჩინე მე და ლინდა..-წყნარი ხმით ვუთხარი და თბილად გავუღიმე.. ლინდას წარმოთქმაზე სახე დაუნაღვლიანდა და თვალი სწრაფად ამარიდა..
    -რა ხდება ნიკა?..ლინდა როგორ არის?-აფორიაქებულმა ვკითხე..
    -უკეთესად..ძალიან ცუდად იყო ერეკლე..მისთვის იმდენი ნარკოტიკი მიეცათ მისთვის რომ..ძლივს გადარჩაა..ეხლაც რეანიმაციაშია..გონს ჯერ კიდევ არ მოსულა სამწუხაროდ..-მოწყენილი ხმით მითხრა და თავი დახარა.. 
    -რაა?? როგორ?? ხომ გადარჩება ნიკა?..-ხმა ამიკანკალდა და წამოდგომა დავაპირე..-უნდა ვნახო..-სწრაფად წამოვიძახე..
    -არაა ერეკლე დაწყნარდი..გადარჩება ლინდაა..ეხლა დაბრუნდი საწოლში გთხოვ..უნდა მოშუშდე და მერე გპირდები მიგიყვანნ..-თბილი ხმით მითხრა და დამეხმარა საწოლში დაბრუნებაში..
    -ვერ მოვითმენ გთხოოვვ..-მუდარით ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე.. დიდი ხნის ბორძიკის შემდეგ დამთანხმდა, სავარძელი შემოიტანა, მასზე მოვთავსდი და ლინდასკენ წავედით.. ნიკამ მასთან შემიყვანა და მერე თვითონ გავიდა.. უამრავი მილი მიეერთებინათ მისთვის..სახეზე ფერი წასვლოდა და სიწითლე ისევ შერჩენოდა თვალებს ირგვლივ.. მისი ხელის მტევანი ჩემს ხელებს შორის მოვიქციე და სახეზე მივაშტერდი..
    -ლინდაა..მიყვარხარ ლინდაა..ნუ დამტოვებ გთხოოვვ..შენს დაკარგვას უკვე ვეღარ გადავიტან..-მოწყენილი ხმით ვლუღლუღებდი და სასწაულის მოხდენას ველოდებოდი.. ნიკამ რამოდენიმეჯერ შემომაკითხა, მაგრამ ვთხოვე ლინდასთან დავეტოვებინე.. დიდხანს მივშტერებოდი მის სახეს და ბოლოს ჩამეძინა.. თავზე ვიღაცის ვიგრძენი და უცებ გამეღვიძა..ლინდას გაღვიძებოდა..ძლივს სუნთქავდა და გაფაციცებით მომშტერებოდა..
    -ლინდააა..-სიხარულით წამოვიძახეე..-ლინდა შენ გაიღვიძეე..მადლობა უფალო..-სიხარულით წამოვიძახე და მისკენ გადავიხარე რომ შუბლზე მეკოცნა..ნაიარევი საშინლად მეტკინა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ლინდას მაინც ვაკოცე შუბლზე.. თვალებს ძლივს ნაბავდა..ხმა ძალაგამოცლილმა ვერც ამოიღო და მალევე ჩაეძინა.. მალევე პალატაში ექიმი შემოვიდა და ლინდას შესახებ ვუთხარი..
    ..დღეები სწრაფად გადიოდა და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა.. მე ორი დღის შემდეგ გამომწერეს მაგრამ სიარული მიჭირდა.. ლინდასთან ვატარებდი მთელ დღეებს და ჩემი სიჯიუტის გამო მხოლოდ რამოდენიმე წუთით ვაძლევდი მალხაზს, ანას და სხვა დანარჩენს მისი ნახვის უფლებას.. ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი ენერგია ემატებოდა.. მალე პალატაში გადაიყვანეს..
    -როგორ ხარ ლინდა?..-წყნარი ხმით ვკითხე და თავზე ხელი გადავუსვი..
    -ერეკლე ეს ყველაფერი..(ხმა აუკანკალდა) ესს..ისეთი საშინელი იყო..მეგონა ლუკა(სახე ზიზღით აევსო) მომკლავდაა..ის..ის ისეთიიი..
    -ლინდა დაწყნარდი გთხოვ..არგინდაა..ყველაფერი წარსულში ჩაბარდა.. ორივე მათგანი პოლიციამ დააკავა და ეხლა იმ დავითთან ერთად იხდიან სასჯელს..ვეღარაფერს დაგვიშავებენ გპირდებიი..-დამშვიდებული ხმით ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე..
    რამოდენიმე დღის შემდეგ ისიც გამოწერეს.. მინდოდა ჩემს ბინაში წამეყვანა მაგრამ მალხაზმა უარი მითხრა.. ის ამბობდა რომ ლინდამ საკმარისად იცხოვრა ჩემთან..მადლობას მიხდიდა ყველაფრისთვის რაც მისთვის გავაკეთე და ამბობდა რომ ეხლა მისი სახლში დაბრუნების დრო იყო.. როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდა, უკვე დრო იყო მთავარი საქმე გამეკეთებინა.. ნიკა დამეხმარა შესაბამისი სამოსის შერჩევაში, როგორც ყოვეთვის მისი საოცარი იუმორით რაღაც უაზრობა მომაძახა და მალხაზის სახლში წავედი..
    ლინდა, მალხაზი, ანა და პეტრე მისაღებში იჯდნენ და წყნარად საუბრობდნენ.. ჩემი დანახვისას ლინდა სწრაფად წამოხტა და ძლიერად გადამეხვია.. ყველა მათგანს მივესალმე და მერე ლინდას მივუბრუნდი.. ვთხოვე ერთი წუთით გარეთ გამოსულიყო..
    -ერეკლე, რა გვინდა ამ წვიმაში გარეთ?..-გაკვირვებულმა ხმამაღლად მკითხა როდესაც გარეთ გავედით..
    -მერე რა ლინდა?! ნოემბრის წვიმაა.ეს საოცრებაა, ნამდვილი ნეტარებაა.. როგორ შეიძლება გძულდეს?..-ღიმილით ვკითხე და შუა ეზოში გამოვიყვანე.. იმდენად ძლიერად წვიმდა რომ მალევე ბოლომდე გალუმპულები ვიყავით მაგრამ ეს ეხლა ნაკლებად მადარდებდა...
    -ჰეე ეხლა დაიწყე რა გინდა..დამემართა ფილტვების ანთება..-სიცილით მითხრა და სახეზე დამაკვირდა..
    -არ გაცივდები ნუ გეშინია.ხო გეუბნები ნოემბრის წვიმა საოცრებაა..ეგ როგორ გაგაცივებს..საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანი წვიმამ გააციოს როცა წვიმა ეს თავისუფლებაა.. ნამდვილი ნეტარება..-ამაყად წარმოვთქვი ეს სიტყვები და თავი ცაში ავწიე..
    -კაი ხოო ხოო.. ნუ წელავ სათქმელს..მითხარი..-მორცხვად მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა..
    -ლინდა..(წელზე ხელები მოვხვიე და ახლოს მივიზიდე) შენი სული..ეს სივრცედ გცეული მუსიკაა, რომელიც თავიდან შიშს, მერე რწმენასა და ღვთაებრივ სიყვარულს ბადებს ჩემში..ეს გრძნობა წვიმასავით თავისუფალი და შესაგრძნობია ლინდა..მთელი სულით მიყვარხარ..-მშვიდი ხმით ვუთხარი და მას დავაკვირდი.. თვალები სიხარულით აევსო და უმალვე გაუბრწყინდა..-არაფერს მეტყვი?-მორცხვი სიცილით ვკითხე სიჩუმის შემდეგ..
    -ერეკლეე..მეც მიყვარხარრ..მეეეცცც..-ხმამაღლად წამოიყვირა და ძლიერად ჩავეხუტე..
    -ხოდა მაშინ..გამომყვები ცოლად?..-ჩუმი ხმით ვკითხე და ჩემი სახე მისასთან ახლოს მივიტანე.. სახე გაოცებისგან გაებადრა და ხმას ვეღარ იღებდა, ძლივს მოიკრიბა ძალა და წყნარი ხმით მითხრა..
    -კიი..-სიხარულით წამოიძახა. ახლოს მივიზიდე და მის ტუჩებს მთელი გრძობებით დავეწაფე..მის წვიმის წვეთებისგან დასველებულ ბაგეებს საოცარი შეგრძნება მოჰქონდა ჩემს მთელ სხეულში და მსურდა ეს წუთი არასოდეს დასრულებულიყო.. 

    მადლობა ყველას ვინც კითხულობდიით.. გთხოვთ დაწეროთ თქვენი შეფასებები და შენიშვნები.. გპირდებით რომ აუცილებლად გავითვალისწინებბ!! მადლობა წინასწარ.. 

ნანახია: 1033    |     | კომენტარები:0    |   : nikusha

       კომენტარები :

სახელი *:
Email *:
კოდი *:
0

შესვლა

რეკლამა

გამოკითხვა

Create a free website with uCoz