რეკლამა

    გთავაზობთ ტესტს, რომელიც საკუთარი თავის შეცნობაში დაგეხმარებათ. 

    სუფთა, უხაზო ფურცელზე რამდენიმე წინადადება დაწერეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუსაბამეთ თქვენი ხელწერა ტექსტში მოცემულ პუნქტებსა და ქულებს: 

    1. ასოების ზომა

    ა) ძალიან პატარა - 3 ქულა;
    ბ) პატარა - 7 ქულა;
    გ) საშუალო - 17 ქულა;
    დ) მსხვილი - 20 ქულა.

    2. ასოების დახრილობა

    ა) მარცხნივ დახრილი - 2 ქულა;
    ბ) მარცხნივ მცირედ დახრილი - 5 ქულა;
    გ) მარჯვნივ დახრილი - 14 ქულა;
    დ) მარჯვნივ მკვეთრად დახრილი - 6 ქულა;
    ე) თანაბარი - 10 ქულა.

    3. ასოების ფორმა

    ა) მრგვალი - 9 ქულა;
    ბ) კვადრატული - 10 ქულა;
    გ) წაწვეტებული - 19 ქულა.

    4. ტექსტის მიმართულება

    ა) ზემოთ მიმართული სტრიქონები - 16 ქულა;
    ბ) ქვემოთ მიმართული სტრიქონები - 1 ქულა;
    გ) სწორხაზოვანი სტრიქონები - 12 ქულა.

    5. ფურცელზე კალმის დაჭერის სიძლიერე

    ა) მცირე - 8 ქულა;
    ბ) საშუალო - 15 ქულა;
    გ) ძალიან ძლიერი - 21 ქულა.

    6. ასოების წერის სტილი

    ა) სიტყვაში ასოების გადაბმა - 11 ქულა;
    ბ) სიტყვაში ასოების განცალკევება - 18 ქულა;
    გ) შერეული სტილი - 15 ქულა.

    7. საერთო მახასიათებელი

    ა) მონდომებით, აკურატულად დაწერილი ტექსტი - 13 ქულა;
    ბ) ალაგ - გარკვევით, ალაგ - ბუნდოვნად დაწერილი ტექსტი - 9 ქულა;
    გ) დაუდევრად, გაურკვევლად დაწერილი ტექსტი - 4 ქულა.

    შეაჯამეთ ქულები და იხილეთ პასუხები, მაგრამ გაფრთხილებთ: თუკი პასუხი არ მოგეწონათ, გუნება არ გაიფუჭოთ, რადგან გახსოვდეთ: ტესტი ხომ მაინც თამაშია და გასართობად შემოგთავაზეთ! 

    38-51 ქულა - ასეთი კალიგრაფია სუსტი ჯანმრთელობის, ადამიანებს ახასიათებს;

    52-63 ქულა - ასე მხდალი, პესიმისტი და ფლეგმატური ადამიანები წერენ.

    64-75 ქულა - ისინი მერყევი, ლმობიერი, თავმდაბალი, მოწესრიგებული, ოდნავ გულუბრყვილო ადამიანები ჩანან, თუმცა ღირსება აქვთ; 

    76-87 ქულა - გულწრფელები არიან. მგრძნობიარე ბუნების წყალობით იოლად ექცევიან შთაბეჭდილებების ტყვეობაში. არიან კარგი მეოჯახეები.

    88-98 ქულა - გამოირჩევიან პატიოსნებითა და წესრიგით, ძლიერი და მტკიცე ნებისყოფით. მამაცები, ინიციატივიანები და საზრიანები არიან.

    99-109 ქულა - ინდივიდუალისტები, ფიცხები, გონიერები, ნიჭიერები და სხარტად მოაზროვნენი არიან, გამოირჩევიან დამოუკიდებელი აზროვნებითა და გადაწყვეტილებებით. ადვილად სწყინთ.

    110-ზე მეტი ქულა - ასე წერენ უპასუხისმგებლო, უდისციპლინო, უხეში და ამპარტავანი ადამიანები. 


ნანახია: 990    |     | კომენტარები:0    |   : nikusha

       კომენტარები :

სახელი *:
Email *:
კოდი *:
0

შესვლა

რეკლამა

გამოკითხვა

Create a free website with uCoz