რეკლამა

    უკვე საკმაოდ გვიანი იყო როცა გიორგი ტელეფონზე საუბარს მორჩა და საწოლში შეწვა პაპუნას უკვე მშვიდი ძილით ძინავდა, მალე გიორგისაც მიეძინა შუა ღამეს კი პაპუნა შეხებამ გააღვიძა, მძინარე გიორგი გვერდზე გადმობრუნების დროს პაპუნას მიეკრო და ჩაეხუტა, პაპუნამ სცადა გადაებრუნებინა მაგრამ ვერ მოახერხა გაღვიძებითაც ვერ გააღვიძა და თვალგახელილი უხერხულ მდგომარეობაში იწვა

    **************

    ღამით ეკა ნინას ნაქირავებ ბინაში ბრუნდებოდა სადაც უკვე ერთად ცხოვრობდნენ, როდესაც სადარბაზოში შესვლას აპირებდა შორიახლოს მდგარ მოტოციკლეტს მოჰკრა თვალი, მოტოციკლეტზე მჯდომმა ჩაფხუტი მოიხსნა და გიგას მომღიმარი სახე მოხვდა თვალში ეკას, სადარბაზოს მიმართულებით სვლა შეანელა მერე გამობრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით გიგასთან მიაჭრა

    -აქ რას აკეთებ?

    -კარგი რა ნუ მიბრაზდები, შენი ნახვა მინდოდა

    -ღმერთო რა დავაშავე- განწირული ხმით აღმოხდა ეკას

    -კარგი რა რას ვაშავებთ? მინდოდა მენახე, სახლში არ დამპატიჟებ?

    -ჯერ ეს ერთი ეს ჩემი სახლი არაა მეორეც წადი ეხლავე

    ამ დროს სახლისკენ ნინამ უცნობ მამაკაცთან ერთად გზა გადმოჭრა, წყვილი ღიმილიანი სახით მოაბიჯებდა და ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ არც კი უფიქრიათ საპირისპირო მხარეს გაეხედათ, ეკამ იმ წამსვე სტაცა ხელი გიგას და იქვე მდგარ ჯიხურს ამოეფარნენ, გიგა აზრზე ვერ მოვიდა რას აკეთებდა ეკა

    -რა ხდება?

    -ჩუუუ ხმა არ ამოიღო-ჩურჩულით უპასუხა ეკამ

    გიგამ ჩიხურს იქეთ ჩუმად გაიჭყიტა და დაინახა ნინა და უცხო მამაკაცი , შემდეგ მიხვდა ეკას არ უნდოდა ნინას დაენახა და ისიც მორჩილად ჯიხურის კედელს მიეყრდნო, რამოდენიმე წამს ესე ჩუმად იდგნენ, ნინა და მამაკაცი სადარბაზოსთან იდგნენ საუბრობდნენ დიდხანს თითქოს წასვლას აღარ აპირებდნენ , ამ სიჩუმეში გიგამ ვეღარ მოითმინა და ეკას ტუჩებში აკოცა , ეკას წინააღმდეგობის გაწევა არ უცდია მაგრად მიეკრო გიგას და დიდხანს მხურვალედ კოცნიდნენ ერთმანეთს, შემდეგ გაიხედეს ნინა სადარბაზოში შევიდა უცნობმა ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად და იქაურობას გაეცალა, ეკამ იგრძნო თითქოს ამ წამს კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა მაგრამ ეს შეცდომა სასიამოვნო შეცდომა იყო.

    **********************

    საღამოს 10 საათი იყო როდესაც ნიკა და ქეთი ერთ ერთ კაფეში ერთმანეთს შეხვდნენ, ჩაის მიირთმევდნენ და საუბრობდნენ

    -დიდი ხანია რაც ჩვენს კოლეჯში მუშაობ?

    -კი დაარსებიდან მანდ ვმუშაობთ მეც და ნოდარიც

    -აჰა მე ახალი ვარ იმედია ახლებს არ დაჩაგრავთ სტაჟიანები-სიცილით უთხრა ნიკამ, ნიკას ნათქვამს ქეთიმაც სიცილით უპასუხა ამ დროს ქეთის ტელეფონი აწკრიალდა ქეთიმ ტელეფონს დახედა მისი ქმრის ნომერი ამოიკითხა-უკაცრავად-მიუგო ნიკას და მაგიდიდან ადგა მოშორებით უპასუხა

    -ჰო საყვარელო

    -ქეთუს დღეს გვიან მოვალ სახლში ბიჭებთან ვარ ცოტა დავლიეთ და მანქანის მართვას ვეღარ შევძლებ გვიან კიდე ტაქსს ავიყვან და მოვალ, ასე რომ დაიძინე არ დამელოდო

    -კარგი იცოდე ბევრი არ დალიო, იმ დღეს რომ გათხლეშილი იყავი და საწოლში მე დაგაწვინე ისე არ მოიქცე დღესაც

    -კარგი საყვარელო

    -მპირდები?

    -გპირდები

    ეკამ ტელეფონი გათიშა და მაგიდასთან დაბრუნდა 

    -აი მეც მოვედი, ხოდა რას ვამბობდით?

    *******************


    ეკა სახლში შევიდა ქურთუკი გაიხადა საკიდზე მიკიდა ოთახში შეაბიჯა სადაც ნინა სავარძელში მოკალათებულიყო შოკოლადები მაგიდაზე დაეწყო მიირთმევდა და ტელევიზორში რაღაც სასაცილოს უყურებდა რაზეც სახე გაბადრული ქონდა , ეკა გვერდით მიუჯდა და მხიარულების მიზეზიც კითხა, ეკამ კარგად იცოდა ვინც იყო მისი მხიარულების მიზეზი უბრალოდ აინტერესებდა თუ სურდა გამხელა ნინას მისი პარტნიორის შესახებ

    -არაფერი ისე, კარგი ფილმია ვგიჟდები ამ ფილმზე 

    -მხოლოდ ფილმია შენი მხიარულების მიზეზი?-მკაცრი გამომეტყველებით კითხა ეკამ

    -აბა სხვა რა უნდა იყოს?-თითქოს გაიკვირვა ნინამ მაგრამ მისი გაკვირვება არადამაჯერებელი იყო

    -კარგი მე შხაპს მივიღებ და შემდეგ დავიძინებ ძალიან დაღლილი ვარ, სასიამოვნო კინოსეანსს გისურვებ-ირონიულად მიუგო ნინას

    ***************

    დილით მაღვიძარამ დარეკა პაპუნას უმალვე გაეღვიძა და გიორგის ხელი ჰკრა გიორგიმაც თვალები მოიფშვნიტა

    -ჰა ადექი კოლეჯში უნდა წავიდეთ

    -აუუუ რა ტეხავს-გაიზმორა გიორგიმ

    -ბიჭო რა ცუდი ძილი გცოდნია

    -რატო ტო?-გაუკვირდა გიორგის რამე ხოარ დავაშავეო

    -კაი არაფერი დაიკიდე, მიდი ჩაიცვი მერე გამოდი ჩაი დავლიოთ და წავიდეთ 

    პაპუნა ოთახიდან გავიდა, გიორგი საწოლზე წამომჯდარი იმაზე ფიქრობდა რატო უთხრა პაპუნამ რო ცუდი ძილი გცოდნიაო, შემდეგ წამოდგა ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა

    *******************

    კოლეჯის ეზოში ყავარჯნებით ვატო მოაბიჯებდა ამ დროს გვერდით მას სამუელი წამოეწია ვატომ მას მრისხანე სახით შეხედა ამ დროს საფეხურს წამოედო ყავარჯენი გაუვარდა და მსუბუქად დავარდა. სამუელი იმ წამსვე მივიდა ყავარჯენი რომელიც დაუვარდა მიაწოდა და წამოდგომაში მიეხმარა, ვატო ყავარჯენს დაეყრდნო და სამუელს მიმართა- შენი დახმარება არ მჭირდება ბიჭო საკუთარ თავს თვითონ მივხედავ-სამუელმაც გაცლა ამჯობინა და შენობაში შევიდა

    ***********

    ეკა ჩაფიქრებული ბუფეტში იჯდა ყავას მიირთმევდა და აშკარად ეტყობოდა რომ ფიქრებით სადღაც შორს იყო, მას არ გაუგონია ნინას დაძახება რომელიც მის წინ იდგა, ნინამ მხარზე ხელი დაადო და უცებ ეკაც გონს მოვიდა

    -რა იყო ხო კარგად ხარ?

    -ყურადღებას ნუ მომაქცევ რაღაცაზე ჩავფიქრდი და..

    -ეე ვიღაცა მგონი შეყვარებულია-ღიმილით უთხრა ნინამ, ეკამ გაიფიქრა ნეტა ეს ვისზე რას ამბობსო და შემდეგ უპასუხა

    -არა რას ამბობ რა სისულელეა, უბრალოდ გაკვეთილებზე ვფიქრობდი

    -როდის იყო გაკვეთილებზე ესე ფიქრობდი, მითხარი რა ვინ არის-შეევედრა ნინა

    -ვაიმე არავინ -გაღიზიანბა დაეტყო ეკას.შემდეგ ეკა წამოდგა ბუფეტიდან საპირფარეშოსკენ დაიძრა ამ დროს გზად გიგა შეეფეთა რომელმაც გაუღიმა და იქვე შეაჩერა

    -არ გინდა დღეს შევხვდეთ?

    -დღეს დამირეკე და თუ მექნება შეხვედრის საშუალება გეტყვი-მიუგო ეკამ
     

ნანახია: 894    |     | კომენტარები:0    |   : nikusha

       კომენტარები :

სახელი *:
Email *:
კოდი *:
0

შესვლა

რეკლამა

გამოკითხვა

Create a free website with uCoz