რეკლამა

    შესვენებაზე მე და სემი ბუფეტში ვიჯექით და ვლაპარაკობდით.
    -ჩემი აზრით, თავს არ უნდა დააძალო. ისინი ამას სულ ტყუილად ამბობენ.
    -სიმართლე რომ ვთქვა, უამრავი e-mail მივიღე რომ უფრო მეტი დამეწერა სიყვარულზე...
    -მაგრამ, შეგიძლია თუ არა შენ დაწერო სიყვარულზე?-ანერვიულებულმა მითხრა სემმა
    -არა, ვგრძნობ რომ ვერასდროს მოვახერხებ ამას -ვთქვი დაღონებულმა 
    მინდა რომ ჩემი მკითხველი უფრო ბედნიერი გავხადო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ თუნდაც ჩემს ძალებს აღემატებოდეს . გავიფიქრე და ამ უკანასკნელმა სიტყვებმა ისე ამავსო იმედით რომ მოტივირებულმა ვიყვირე:
    -მე დავწერ სასიყვარულო ისტორიას daisy-ს სტილში!!!!-შეშინებულ სემს საჭმელი ხელიდან გაუვარდა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
    დერეფანში მივდიოდი ჩაფიქრებული, როდესაც ძალიან საინტერესო სიტუაციას მოვკარი თვალი. 
    -ჯოი...მმ..მე...-გოგონა ცდილობდა რაღაცა ეთქვა მაგრამ ყოყმანობდა. სახე სულ მთლიანად აწითლებოდა და მის წინ მდგომ „პრინცს" იმედიანად შეჰყურებდა.- მე ძალიან მიყვარხარ, ჯოი! როცა მე დეპრესიში ვიყავი შენ ხელი ჩამჭიდე და მითხარი, რომ არ მენერვიულა და გავმხიარულებულიყავი რადგან შენ ჩემს გვერდით იყავი, ამის შემდეგ ჩემი გული შენთვის ფეთქავდა. ამიტომაც...-გოგონას რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ჯოიმ არ დააცადა
    -მაპატიე. მთელი ამ დროის განმავლობაში მე როგორც მეგობარს ისე გიყურებდი... შეგვიძლია მეგობრებად დავრჩეთ???
    გოგონამ ძალით გაუღიმა და უთხრა:
    -კაი..მაინც მადლობა რომ მნახე და მომისმინე. კარგად~ 
    ჯოიმ ჯიბიდან პატარა ბლოკნოტი ამოიღო და წერა დაიწყო ირონიული ღიმილით. მერე შემამჩნია და ყალბად გამიღიმა.
    -ჰეი..ვიქტორია ვოლკერ. გახსოვარ? მე შენს კლასში ვარ...
    -ჯოი ჰენდერსონი.-მშრალად მივუგე რადგან ეჭვის თვალით ვუყურებდი
    -მიხარია რომ გახსოვარ-განაგრძობდა იგი - ყოველთვის მინდოდა შენთან ლაპარაკი. რო დავფიქრდეთ... წეღან შენ არასასიამოვნო საუბარს შეესწარი...ნამდვილად ვერ ვხვდები რა არის ჩემში ასეთი განსაკუთრებული- თქვა ჯოიმ მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ასე არ ფიქრობდა 
    - მეც მასე ვფიქრობ. სულ ყალბად იღიმი ნამდვილად მოსაწყენი ხარ- მივახალე მე. ის კი გაშტერებული მიყურებდა არ მოელოდა ამას თუ ვეტყოდი. მალე ვიღაცის ხმამ გამოაფხიზლა:
    -ჯოი!- დაიძახა მასწავლებელმა- მაპატიე რომ გაწუხებ მაგრამ, შეგიძლია დამეხმარო ერთი წუთით?
    -რათქმაუნდა!- ისევ ის ღიმილი, რომელიც მაღიზიანებდა. როგორ მინდოდა იმ მომენტში მისთვის დამერტყა მაგრამ თავი შევიკავე.
    როგორც იმ გოგომ თქვა შენი გული ცემს, როდესა ვინმეს შენი ხელი უჭირავს?! თუ ასეა , მაშინ შესაძლებელია მეც გავიგო ეს გრძნობა თუ მეთვითონ გამოვცდი...მაგრამ ვინ იქნება ჩემი პარტნიორი??? - ამ დროს დავინახე ჯოის ბლოკნოთი, რომელიც ძირს ეგდო. თვალი მოვკარი წარწერებს , სადაც გოგოების სახელები ეწერა გვერდით კი აღნიშვნები ჰქონდა ერთადერთი დარჩენილი მე ვიყავი. უცებ არაჩვეულებრივი გეგმა ჩამოვაყალიბე გონებაში. სკოლის შემდეგ ცოტახანი დავიცადე და საკლასო ოთახში შევედი სადაც სწორედ ის დამხვდა ვისაც ვეძებდი.
    -ჯანდაბა! სად დაიკარგა ?! ეს რომ დაიკარგოს ალბათ....-ღრიალებდა ჯოი
    - რასაც შენ ეძებ შემთხვევით ეს ბლოკნოტი ხომ არაა?- ხელში ბლოკნოტს ვათამაშბდი და კმაყოფილი ვუყურებდი
    -ვიქტორია...-გაოცებული მიყურებდა არ მოელოდა ამას. შემდეგ ისევ გამიღიმა და მითხრა ზრდილობიანად რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი მასში მოჩვენებითი პატივისცემა!- აჰ, ეს ჩემია~ მადლობა რომ იპოვე და დამიბრუნე.
    -ჯოი... მკვლელმა ნაკვალელი რომ არ დატოვოს ცოტა ფრთხილად უნდა იყოს და თავისი საიდუმლო სადმე ახლოს უნდა შეინახოს.-რვეული გადავშალე და ნიშნის მოგებით ვუთხარი- ეს იმ გოგოების სახელი და გვარებია რომელსაც შეუყვარდი, და ის ადგილები სადაც ამაში გამოგიტყდნენ. ერთადერთი დარჩენილი როგორც ჩანს მე ვარ. უნდა ვთქვა რომ გამოუსწორებელი playboy ხარ.
    -რატომ?-პირველად ჩამოიხსნა ნიღაბი და გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე დემონმა- მხოლოდ იმიტომ რომ გარეგნულად ლამაზი ვარ და კარგად ვექცევი, მათ ვუყვარდები და თავისი ნებით მიხსნიან სიყვარულს. მე არაფერი დამიშავებია იცი? საინტერესოა როგორ ფიქრობთ გოგოები, ამიტომაც ეს თამაში ჩენთვის დროის გაყვანის მეთოდი გახდა. სამწუხაროა, შენ ჩემი ძიების უკანასკნელი ნაწილი იყავი.- თავს ისე დამაჯერებლად იმართლებდა ლამის დავრწმუნდი.
    -თავს უდანაშაულოდ რატომ გრძნობ? -ცოტა გაღიზიანებულად მივმართე. შემეცოდა ყველა ის გოგო, რომელსაც ეს გარყვნილი უცხოპლანეტელი პრინცი ეგონა.
    - სულაც არა. უბრალოდ ასე ცხოვრება უფრო ადვილია არა?- უცბად ხელებში მწვდა და ბლოკნოტი გამგდებინა. მაგრამ სწორედ ეს იყო ჩემი გეგმაც ის ჩემს გალიაში მოემწყვდია.
    -კარგი. რა სამწუხაროა ძლიან ვწუხვარ, რომ mr. popular სინამდვილეში ასეთია. ,ე გადავწყვიტე, რომ გაგხადო შენ ჩემი პარტნიორი- მოულოდნელად ავყარე ფურცლები ცაში. ის ჯერ კიდევ გაკვირვებული მომჩერებოდა ვერაფერი გაეგო/
    -ეს რა ჯანდაბაა? - იღრიალა მოთმინებადაკარგულმა
    -ყოველი შემთხვევისთვის გავაკეთე შენი ბლოკნოტის ასლები. თუ ამას გავავრცელებ მაშინ ვეღარ იცხოვებ მასე ადვილა, არა?
    -ამით რას გინდა, რომ მიაღწიო?
    -მინდარომ შეგიყვარდე.- იმდენად გაუკვირდა, რომ ჩაიკეცა შემდეგ გამოერკვა და მითხრა:
    -რ-რ-რა? გიყვარვარ ან რამე მასეთ...-არ დავაცადე თქმა
    -უბრალოდ მინდა რომ შევიგრძნო რა არის სიყვარული. მინდა შგიყვარდე, ჩამეხუტო, ხელი მომკიდო, მაკოცო, სიყვარული ამიხსნა..
    -რატომ უნდა გავაკეთო ეს მე?- დაიყვირა ჯოიმ
    -სხვა გზა არ გაქვს. კარგი, ხელებით დავიწყოთ- მე დავიხარე მასთან და ხელი გავუწოდე
    -რა უცნაური გოგოა... ესე იგი შენ გარეგნულ თვისებებს ამჯობინებ პიროვნებას?- და ჩემი ხელის ჩასაჭიდად მოემზადა
    -არა, შენი შეხედულება არ მანაღვლებს, უბრალოდ თავს დამნაშვედ არ ვიგრძნობ თუეს შენ იქნები.- ჯოი ჯერ თითზე შემეხო სა მაშინვე უკან გაწია
    -შენი ხელი რა ცივია მართლა ყინულის დედოფალი ხარ?
    -მოკეტე, ჩემი კანი ცივია...
    -ალბათ იმიტომ რო9მ ცივსისხლიანი ხარ
    -ჩემი შენ გითხარიო. გააგრძელე კარგ ადგილას გაჩერება არ შეიძლება.-ის ისევ შეეხო ჩემს ხელს- მარტო თითები არა... მეტი. მთლიანად ჩემს მტევნამდე...- ნერწყვი გადაყლაპა და მთლიანად მოკიდა ჩემს ხელს.-შენი შინაგანი გარემო ცივია მაგრამ ხელი თბილია, ჰაჰ? -ირონიულად ვთქვი. მისი სითბო ჩემსაში გადმოდიოდა ნელნელა მათბობდა ასე მეგონა...
    -საკმარისი აღარაა?- გამაწყვეტინა ფიქრი და ხელი გაწია
    -არა! გააგრძელე სანამ ჩვენი ხელები ერთი თემპერატურის არ იქნება- ისევ მოვკიდე ხელი და მისკენ მივიწიე.
    ორივე ჩემი თითებიც და მტევნებიც, გამთბარიყო შენი სითბოთი, თითქოს დენი დარბოდა ჩვენს შორის და ეს ჩვენი ყალბი სიყვარული, დაიწყო.- გავიფიქრე მე
     

ნანახია: 1338    |     | კომენტარები:0    |   : nikusha

       კომენტარები :

სახელი *:
Email *:
კოდი *:
0

შესვლა

რეკლამა

გამოკითხვა

Create a free website with uCoz